"ხვიჩა, ვწუხვარ, გული ძალიან მწყდება..." - კულიბალი კვარაცხელიას შესახებ

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა მცველმა კალიდუ კულიბალიმ Corriele Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა. როგორც მან განაცხადა, გული ძალიან სწყდება, რომ "პარტენოპეიში" ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად თამაშის საშუალება არ მიეცა.

მოგეხსენებათ, სენეგალელი იტალიური კლუბიდან მაშინ წავიდა, როდაც ქართველი "ნაპოლიში" გადაბარგდა. კულიბალიმ 1 სეზონი "ჩელსიში" დაჰყო, ახლა კი საუდის არაბეთს მიაშურა...

"ამბობენ, რომ გუნდი არასწორ დროს დავტოვე, მაგრამ მე მჯერა ბედისწერის და მჯერა, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო.

მხოლოდ ერთ რამეს ვნანობ, რომ კვარაცხელიასთან თამაშის საშუალება არ მომეცა.

ვიცი, რომ ჩემთან ერთად ასპარეზობა ხვიჩასაც ძალიან უნდო
და და ვწუხვარ, მისი სურვილი, რომ ვერ შევასრულე.

ის ძალიან ნიჭიერია, დრიბლინგებს აკეთებს, გოლი გააქვს, თამაშის თავის თავზე აღებაც შეუძლია და გუნდურად ასპარეზობაც.

ხვიჩა ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და მაყურებელს სიამოვნებას ანიჭებს. მე მას დიდებულ კარიერას ვუსურვებ", - თქვა კულიბალიმ.

altკულიბალი: "კვარას" ვეკონტაქტები - სკუდეტოს საზეიმოდ ნეაპოლში გავიქცევი

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხალხო მაინცდამაინც ერიკსენივით უნდა დაეცეს ხვიჩა და გული გაუჩერდეს, მოასვენეთ მას როგორც შვილს ისე შეხედეთ და შეგეცოდებათ და მერე მან უკვე თავისი საკეთებელი გააკეთა: ბავშვები კომპიუტერებს მოსწყვიტა და სავარჯიშოდ სტადიონებზე დადიან, ხალხი ტელევიზორებს მიაჯაჭვა ფეხბურთის საყურებლად,ქართველი ფეხბურთელების ინტერესი გაიზარდა და ა. შ. ...
rolo
29 ივნისი 2023 10:28
1
და ხვიჩას რატომ აქვს ბოდიში მოსახდელი, ჩარჩენილი რუსეთიდან უცებ სერიაში გადავიდა, მთელი სეზონი თავდაუზოგავად იშრომა და ბოლოს შედეგიანობაც მოაკლდა, ისე გამოიფიტა. გადაღლილ ფეხბურთელზე უნდა აგვეგო ტაქტიკა? თან მაგის ყოფნისას რომ მოგვეგო რამე, იტყოდნენ შემდგარი ვარსკვლავი დაიხმარესო და ხვიჩა ათრევს ნაკრებსო, ახლა კი ვერც ვერაფერს ვერ იტყვიან და ერთი კაცის გათრეული ნაკრებიც არ გყავს, სხვებსაც მიეცათ თავის გამოჩენის ჩანსი და აღარ ვართ ერთ ფეხბურთელზე მიბმული
nika
29 ივნისი 2023 10:13
0
21 წლიანებმა კი არ უნდა უთხრან, 21 წლიანებს უნდა უთხრას და ბოდიში მოიხადონ ხვიჩამაც და მიქაუტაძემაც. ძალიან, ძალიან მწყდება გული მათ საქციელზე. არანაირი გამართლება არ აქვს. იმედია გული მომიტრიალდება ისევ. ნებისმიერ შემთხვევაში წარმატება, მარა ძალია შეირცხვინეს თავი. ჩვენს ნაკრებს კი ვენაცვალე და შემოვევლე. სასწაულები ხართ.
zaza
28 ივნისი 2023 01:05
19
სწორია რომ ხვიჩა ევროპის ჩემპიონატზე არაა შემადგენლობაში, მასაც და ჟორჟიკასაც ტოპ ლიგა ელოდება. სხვებისთვის კი სატრანსფერო საშუალებაა ნამდვილად და ბორდოდან ტოპ ლიგაში თუ გადავლენ ან შახტარიდან, ამით ისევ ჩვენი ფეხბურთი გაძლიერდება (მეტ გამოცდილებას შეიძენენ სხვა ბიჭებიც).. როგორც ინტერნეტში ვნახე - ისრაელს სულ ორი გოლი აკვს გატანილი, 6 ჯერ კარში დარტყმა და ამდენივე კარისკენ - რაც არც თუ დიდი სტატისტიკური მონაცემებია ასე, რომ ისრაელსაც რომ გავცდეთ გასაკვირვი არ უნდა იყოს
კვარადონა
29 ივნისი 2023 12:10
0
წესით ეგ სიტყვები 21 წლიანებმაც უნდა უთხრან. დიდი მადლობა ბიჭებს უზომო სიხარულისთვის !!!
დინამოელი
27 ივნისი 2023 23:13
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული