"ატლეტიკოს" ობლაკის სარფიანად გასხვისება და მამარდაშვილის დამატება უნდა - "ვალენსიაში" ქართველის შესაძლო შემცვლელები უკვე შეარჩიეს

AutoSharing Option
El Chiringuito-ს ჟურნალისტმა ალექს სილვესტრმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მადრიდის "ატლეტიკო" გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერში კვლავ საქმეშია და მოვლენების განვითარებას აკვირდება.

"როხიბლანკო" მზადაა, კარგი წინადადების შემთხვევაში, ძირითადი კიპერი იან ობლაკი გაასხვისოს, შემდეგ "ვალენსიას" მიერ დასახელებული 25 მილიონი ევრო გადაიხადოს და ქართველიც "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გადაიბიროს.

ამ ყველაფერში ერთადერთ პრობლემას ის ქმნის, რომ "ატლეტიკოდან" წასვლა თავად სლოვენიელ კარის დარაჯს არ სურს.

ამავდროულად, ზემოთ ნახსენები წყარო აღნიშნავს, რომ მამარდაშვილი "მესტალიადან" ამ ზაფხულს 100%-ით აიბარგებს. ამიტომ "ღამურებმა" მისი შემცვლელის ძიება უკვე დაიწყო.

ჩვენებურის ჩანაცვლების ერთ-ერთი
კანდიდატი ვისენტე გუაიტაა, რომელიც "ვალენსიას" ღირსებას ადრეც იცავდა; მეორე ვარიანტი კი "ესპანიოლის" კიპერი ფერნანდო პაჩეკო გახლავთ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მორჩით ჭორაობებს და ტყუილებს,რომლებიც ერთ კვირაზე მეტს ვერ ძლებენ.
status quo
10:46 28-06-2023
0
რა იყოთ გუნდი აღარ დარჩა მგონი რაზეც არ დაწერეთ. ყოველ დღე ახალ ახალი::)). იყოს სადაცაა. დაანებეთ რა. თორე მართლა რო სადმე გადავიდეს კაი გუნდში მესამე მეკარედ გაიჩითება. ყველა თამაშში 2-3 უხეშ შეცდომას უშვებს. ბევრი აქვს სამუშაო
მათე
17:21 27-06-2023
6

სიახლეები პოპულარული