"ჩემს შვილს უკრაინაში დაბრუნება არ უნდა - საქართველოში ევროზე გიჟური ატმოსფეროა" - წიტაიშვილის მამა

AutoSharing Option
როგორც იცით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი კონტრაქტით კიევის "დინამოსთანაა" დაკავშირებული, მაგრამ სხვადასხვა გუნდში იჯარის წესით თამაშობდა. ua-football-ი იტყობინება, რომ გიორგის მამამ, კლიმენტი წიტაიშვილმა, ისრაელის One-თან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე ევროპირველობისას ატმოსფეროსა და თავისი შვილის მომავალზე ისაუბრა:

"საქართველოში ახლა გიჟური ატმოსფეროა. ასეთი არასოდეს არ ყოფილა. ჩვენი ფეხბურთი პროგრესირებს და ეს ფაქტია. მალე ქართველ ფეხბურთელებს ყველა გაიცნობს. ჩემი შვილისა და მთელი ქვეყნის გამო გახარებული ვარ. ყველანი ბედნიერი ვართ. ჩვენ ისტორია დავწერეთ. ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ახლა აქ დიდი ზეიმია.

ძალიან გამიხარდა, რომ
ჩემმა შვილმა პორტუგალიას გაუტანა (ბელგიას გაუტანა - რედ.). 0:2-ის შემდეგ ცუდი განწყობა იყო და ძალიან გახარებული ვარ, რომ სწორედ მისი გოლის მერე სხვა ფეხბურთელებმაც უკეთ დაიწყეს თამაში და ჩვენ ანგარიში გავათანაბრეთ. რატომ იწყებს ხშირად მატჩს თადარიგიდან? ნაკრების მწვრთნელს ვენდობი, ის ძალიან ჭკვიანია. ჩემს შვილს იყენებს, როგორც ჯოკერს და შეცვლების შემდეგ მთელი თამაში იცვლება. გიოს შეცვლაზე შესვლა მუდმივად ცვლის თამაშს.

საკუთარ შვილზე ძალიან ბევრის ლაპარაკი არ მიყვარს. ყოველთვის ვეუბნები, რომ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს, ივარჯიშოს და პროფესიონალი იყოს. ნებისმიერი მოვლენისთვის მზად იყოს და არ გაბრაზდეს, თუ არ თამაშობს. ეს ფეხბურთის ნაწილია.

ჩემი შვილი ათი წლის ასაკიდან უკრაინაშია, მაგრამ ჩვენი გზა საქართველოს ნაკრებში გავაგრძელეთ. უკრაინაში დაბრუნება არ უნდა. კიევის "დინამოსთან" კიდევ წელიწადნახევრიანი ხელშეკრულება გვაქვს, თუმცა ახალ გუნდს ველით. ბევრი ვარიანტი გვაქვს, მაგრამ კარგი ვარიანტის მოლოდინში ვართ. არ გვინდა ვიჩქაროთ. ბევრი კლუბი დაგვიკავშირდა".

მკითხველის კომენტარები / 9 /
არ გინდა და ითამაშე ეხლა ბათუმის დინამოში და ჩაატარე პრინციპული თამაშები ქობულეთის შუქურასთან,თელავთან და სამტრედიასთან, კლას აიმაღლებ დედა შვილს არ აიყვანს.......
ასეა
18 აგვისტო 2023 17:10
0
კ.დინამო როგირც მოექცა, მაგ ყველაფრის მერე ისევ მანდ მიბრუნება სიგიჟე იქნება./ ჩემი აზრით ჰოლანდიის ნებისმიერ გრანდში შეუძლია ითამაშოს, ასევე ტოპ ჩემპიონატის პორველ ათეულ გუნდშიც არ გაუჭირდება./ დატინით პატარაა მაგრამ , კარგად ფეხზე, სწრაფია , ბურთი როგორ იცის კო ხედავთ! ასე რომ კარგ მწვრთნელთან მაგარი ბომბა გახდება!
Vasili
29 ივნისი 2023 21:25
0
სამივე თამაშის წინ, როდესაც ბიჭები ჰიმნს მთელი არსებით ასრულებდნენ ეკრანს პირჯვარი გადავწერე, რა თქმა უნდა მეც გადავიწერე და ღმერთს ვთხივე არ წაეგოთ/არ წაგვეგო... გილოცავთ ბიჭებო და გილოცავ საქართველო ამ დაუვიწყარ ემოციებს... ბიჭებო, გახსოვდეთ რომ არა მარტო სტადიონზე მოსული აურაცხელი გულშემატკივარი, არამედ მთელი საქართველო და მსოფლიო გიყურებთ და გგულშემარკივრობთ. ეს მხოლოდ დასაწყისია, ფინალში შევხვდებით, ამაში ჩვენ, ქართველები, მთელი საქართველო დაგეხმარებით ❤, მადლობა ღმერთო, ამინ! წინ გამარჯვებისკენ!
ლადო
28 ივნისი 2023 13:03
5
სულ გამარჯვებით გევლოთ!!!
მამუკა
28 ივნისი 2023 14:15
0
წარმატებები!!!
გიორგი 11
28 ივნისი 2023 11:49
0
გუშინ ამ ბიჭს როგორ შეეტყო რომ მთელი წელი სკამზე გაატარა,ვერ იყო ისეთი აგრესიული როგორც იცის,მთავარია ახლა კარგ გუნდში მოხვდეს და კიდევ მოუმატებს.
Givi
28 ივნისი 2023 10:55
1
პორტუგალიას კია არა და ბელგიას გაუტანა! შეასწორეთ!
მწვრთნელი
28 ივნისი 2023 09:53
1
არ თქვა ასე, შვილო. უკრაინა ჩვენი მოძმე ქვეყანაა :)) ჩვენი კომენტატორებისგან მაინც არ გაგიგია? :))
Odala
28 ივნისი 2023 08:50
15
მიდი წიტა, შეუბერე!!!
დათო
28 ივნისი 2023 07:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული