spazionapoli: "ნაპოლი" კიდევ ერთი ქართველი მარგალიტით დაინტერესდა?

AutoSharing Option
spazionapoli წერს, რომ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ხვიჩა კვარაცხელიას გარეშეც ბრწყინავს და შესაძლოა, ამ გუნდის ერთ-ერთი გმირი "ნაპოლის" ინტერესის სფეროში მოექცა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სერია A-ს გასული სეზონის სიურპრიზი კვარაცხელია აღმოჩნდა, რომელიც საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ქართულ ფეხბურთს ოქროს დროება უდგას, სხვა მარგალიტებითაც შეუძლია დაიტრაბახოს, ერთ-ერთი მათგანი კი "შახტარის" მარჯვენა მცველი გიორგი გოჩოლეიშვილია და არაა გამორიცხული, ის "ნაპოლისთვის" საინტერესო იყოს.

spazionapoli იტყობინება, რომ Radio Marte-ს ეთერში დონეცკური კლუბის მწვრთნელის თანაშემწემ, კარლო ნიკოლინიმ, კითხვაზე უპასუხა, აპირებს თუ არა "ნაპოლი" "შახტარის" ახალგაზრდა
ფეხბურთელების გადაბირებას. ნიკოლინიმ აღნიშნა, რომ გასულ სეზონში კარგად ითამაშეს გიორგი სუდაკოვმა, ლასინა ტრაორემ და გოჩოლეიშვილმა. ქართველი ურიგოდ არ ასპარეზობს საქართველოში მიმდინარე ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა ჯერ ამ ფეხბურთელების თაობაზე "ნაპოლის" ან რომელიმე სხვა კლუბს არ მიუმართავს.

მოკლედ, ყინული დაიძრა და ქართველი ფეხბურთელების მიმართ დაინტერესება თანდათან უფრო და უფრო იზრდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მართლა აღარა აქ მნიშვნელობა აწი ვის ვეთამაშებით!!! ისეთი ჯგუფში გავედით პირველზე რო ლაპარაკი აწი ზედმეტია!!! დაუმარცხებელი არავინაა და უნდა მივაწვეთ ბოლომდე! ისრაელი კერკეტი კაკალი შეიძლება აღმოჩნდეს მაგრამ ბოლოს მაინც უნდა გავტეხოთ და ნახევარფინალი ვითამაშოთ!!!
Vasili
29 ივნისი 2023 19:46
0
რახან ამდენი ბრძოლა გავიარეთ (მე მაგალითად რამის ინფარქტამდე მივედი, ნერვიულობის გამო) ეხლა ნამდვილად არ გაქვთ იმის უფლება, რო მართლა ინფარქტმა დაგვარტყას ქომაგებს! ამიტომ ყურადღება არ მოადუნოთ და 100%-ით უნდა დაიხარჯოთ! აქედან ჩვენ, მაქედან თქვენ და მივაწვეთ!!!!!!!!!!!
ნაკრების ფეხბურთელებს! რეზი.
29 ივნისი 2023 12:42
3
შეიძლება ითქვას უკან დასახევი გზა მოჭრილი გვაქვს, ანუ მარცხის შემთხვევაში თავს ვერც იმით ვიმართლებთ, რომ გრანდს ვეთამაშებით და ვერც იმით, რომ მრავალმილიონიანი ქვეყანაა და არჩევის ჩვენზე დიდი საშუალება აქვს. წინ ქართველებო!
ჟორა გაბრიჭიძე
29 ივნისი 2023 11:11
4
ბიჭებო ისრაელთან გაიბრწყინეთ და ევროპა მოგვადგება
გოგიტა გაბუნია
29 ივნისი 2023 06:34
1
მაგარი ამბავი კი იქნება ნაპოლიში რომ გადავიდეს მაგრამ მარჯვენა მცველად იქ დი ლორენვოა პლიუს ბერეშინსკი და ესტიგორსაც შეუძლია მარჯვენა მცველად თამაში და ამ სამეულთან არ ვიცი როგორ იბრძოლებს ძირითადში ადგილისთვის ? ჯობია სადმე ისეთ გუნდში გადავიდეს სადაც ითამაშებს და გუნდის კაპიტნის შემცვლელი არ იქნება ! და კიდევ-- მაინტერესებს იტალიელები გოჩოლეიშვილს როგორ დაიძახებენ ? კვარცხელიაზე ატეხეს ერთი ამბავი რომ გადავიდა ეს ვინააო რამსიგრძე გვარი აქვსო DD
zura222
29 ივნისი 2023 04:15
3
ცოტა მარტივი გვარის მქონე ფეხბურთელები მიაწოდეთ ევროპას,თორემ სტატუსს არ გვაღირსებენ. უქნარები რომ გვყავს: მელია,ბერაძე,ენუქიძე,კახაძე,დოლიძე,ხოშტარია-მაგათი შვილები ფეხბურთს ვერა,ხომ ? ეგენი პოლიტიკისთვის ანუ ჩვენს ზურგზე შემოჯდომისათვის ემზადებიან.
ALONZO
29 ივნისი 2023 10:40
8
ე ბიჭო, ე მანდ ებრაელებმა პირველი ივლისის საღამო არ ჩაგვიშხამონ!
მარდად ბიჭებო. საუკეთესო თავდაცვა, საუკეთესო შეტევაა!
ლაშა
29 ივნისი 2023 00:15
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული