spazionapoli: "ნაპოლი" კიდევ ერთი ქართველი მარგალიტით დაინტერესდა?

AutoSharing Option
spazionapoli წერს, რომ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ხვიჩა კვარაცხელიას გარეშეც ბრწყინავს და შესაძლოა, ამ გუნდის ერთ-ერთი გმირი "ნაპოლის" ინტერესის სფეროში მოექცა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სერია A-ს გასული სეზონის სიურპრიზი კვარაცხელია აღმოჩნდა, რომელიც საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ქართულ ფეხბურთს ოქროს დროება უდგას, სხვა მარგალიტებითაც შეუძლია დაიტრაბახოს, ერთ-ერთი მათგანი კი "შახტარის" მარჯვენა მცველი გიორგი გოჩოლეიშვილია და არაა გამორიცხული, ის "ნაპოლისთვის" საინტერესო იყოს.

spazionapoli იტყობინება, რომ Radio Marte-ს ეთერში დონეცკური კლუბის მწვრთნელის თანაშემწემ, კარლო ნიკოლინიმ, კითხვაზე უპასუხა, აპირებს თუ არა "ნაპოლი" "შახტარის" ახალგაზრდა
ფეხბურთელების გადაბირებას. ნიკოლინიმ აღნიშნა, რომ გასულ სეზონში კარგად ითამაშეს გიორგი სუდაკოვმა, ლასინა ტრაორემ და გოჩოლეიშვილმა. ქართველი ურიგოდ არ ასპარეზობს საქართველოში მიმდინარე ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა ჯერ ამ ფეხბურთელების თაობაზე "ნაპოლის" ან რომელიმე სხვა კლუბს არ მიუმართავს.

მოკლედ, ყინული დაიძრა და ქართველი ფეხბურთელების მიმართ დაინტერესება თანდათან უფრო და უფრო იზრდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ე ბიჭო, ე მანდ ებრაელებმა პირველი ივლისის საღამო არ ჩაგვიშხამონ!
მარდად ბიჭებო. საუკეთესო თავდაცვა, საუკეთესო შეტევაა!
ლაშა
00:15 29-06-2023
1
რახან ამდენი ბრძოლა გავიარეთ (მე მაგალითად რამის ინფარქტამდე მივედი, ნერვიულობის გამო) ეხლა ნამდვილად არ გაქვთ იმის უფლება, რო მართლა ინფარქტმა დაგვარტყას ქომაგებს! ამიტომ ყურადღება არ მოადუნოთ და 100%-ით უნდა დაიხარჯოთ! აქედან ჩვენ, მაქედან თქვენ და მივაწვეთ!!!!!!!!!!!
ნაკრების ფეხბურთელებს! რეზი.
12:42 29-06-2023
3

სიახლეები პოპულარული