გიორგი კვერნაძე ორშაბათს "ფროზინონესთან" კონტრაქტს გააფორმებს

AutoSharing Option
სერია A-ში დაბრუნებული "ფროზინონეს" სპორტულმა დირექტორმა გვიდო ანჯელოციმ Sky Sport-თან ახალ სეზონში გუნდში მიმდინარე ცვლილებებზე ისაუბრა.

ანჯელოციმ განაცხადა, რომ მწვრთნელი ფაბიო გროსო "ფროზინონეს" არქიტექტორი იყო, წასვლა გადაწყვიტა (გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერია B-ში გავარდნილ სამპდორიას ჩაუდგება სათავეში), მის არჩევანს პატივი უნდა სცენ, მას კი ეუსებიო დი ფრანჩესკო შეცვლის, რომელიც კარგი სპეციალისტია და ორი წელი ერთობლივი მუშაობით იცნობს.

სპორტულმა დირექტორმა თქვა, რომ 20 წლის ქართველი შემტევი გიორგი კვერნაძე იტალიაში კვირას ჩავა, ორშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გაუფორმებენ.

"ახალი კვარაცხელიაა? ერთადერთი, რაც "კვარასთან"
საერთო აქვს, აგენტია (იღიმის). ხუმრობის გარეშე, ის ძალიან საინტერესო ფეხბურთელია, ჩვენ მისი გვჯერა. იმედია, იმედებს გაამართლებს".

მკითხველის კომენტარები / 16 /
მგონი რაღაცას ვერ ვხვდები, 20 წლის და ასეთი მაგარი ახლა ნაკრებში რატომ არ თამაშობს?!
Irakli
22:37 30-06-2023
3
მეც მაგას ვერ ვხვდები რა, ან ბათუმმა რატომ არაფერში გამოიყენა, არ ვიცი რა წარმატებებს ვუსურვებ და ღმერთმა უმაღლესი დონის ვარსკვლავად აქციოს.
iraklis
23:51 30-06-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული