fussball News: "ჰამბურგი" უშანსოდაა - საზონოვს იტალიური კლუბები იწვევენ

AutoSharing Option
უცხოური სპორტული მედიასაშუალებები ახალგაზრდულ ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრების წარმატებულ ასპარეზობას აღნიშნავენ და რა გასაკვირია, რომ ჩვენი ფეხბურთელებით სხვადასხვა კლუბები დაინტერესდნენ. რამდენიმე დღის წინ გერმანული Hamburger Morgenpost-ი იტყობინებოდა, რომ ცენტრალური მცველის საბა საზონოვის გადაბირებას "ჰამბურგი" შეეცდება. დღეს კი fussball News-ი ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ საზონოვმა ტურნირზე საუკეთესო შთაბეჭდილება მოახდინა და შეიძლება "ჰამბურგმა" ტრანსფერის განხორციელება ვერ შეძლოს, ვინაიდან მისი სამსახურით არაერთი კლუბია დაინტერესებული და განსაკუთრებით იტალიელები აქტიურობენ, ხოლო ფასის გათვალისწინებით, ჰამბურგელთა შანსები მინიმალურია.

საბას მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს
გაფორმებული, ამჟამად მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზეა კონცენტრირებული და გუნდის გამოცვლაზე შემდეგ იფიქრებს.

იტალიური კლუბების ვინაობა დაკონკრეტებული არ არის, თუმცა მოყვანილია საზონოვის სტატისტიკური მაჩვენებელი - ნიდერლანდებთან მატჩში მან ორთაბრძოლების 88% მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 18 /
Შენი ლგიკით პუტინი პუტინაია ყოფილა.სომხებისა ხო არაფერი გადაგედო სოსოოოო?
Სოსო-ს
01 ივლისი 2023 20:24
0
Ისინც მეგრელები არიან აფხაზეთში მეგრული გვარი რო აქვთ და ქართველი საჯიშე ბიჭების სისხლი ტონობით რო აქვთ დაღვრილი?
Ისინიც მეგრელები იყვნენ ზვიად გამსახურდია თხასავით რო გაყიდეს?ხვიჩა და გოჩას ვინც ჰყიდდნენ სტამბულის ბაზარზე?
Სოსო-ს
01 ივლისი 2023 20:22
0
Მორჩა დასრულდა თქვენი ,,პარადი"! Ამის მერე უფრო უარესი დღე მოგელით.დღე არ გავა (მურტალოსი არ იყოს) ,,თქვენი გადაჭრილი ვენებიდან სისხლი რო არ დავლიოთ"
G.LA-ს
01 ივლისი 2023 18:59
1
Ქურუმი გყავს პირველი რუსეთუმე და კგბ-ს ოფიციალური აგენტი და ლიაკა რუბლიაკა კიდევ და რამდენი ჩამოგითვალო?
G.LA-ს
01 ივლისი 2023 18:56
0
„ლეშიჭამიას“ რატო ეძახი, იმიტომ რო „მოქცევაი ქართლისა“-ში რომ წერია „ქართლში ლეშს ჭამდნენო, თუ იმიტო რო ეგრისში ადამიანის გვამებს ხეზე კიდებდნენ და მხეცებს უგდებდნენ საჯიჯგნად?! მეგობარო, მაშინ ყველა მსოფლიოს ყველა ხალხი წარმართობაში იყო(ისრაელის გარდა) და შესაბამისად, წარმართული უღმერთო ცხოვრების ველური წესები ქონდათ.
abc
01 ივლისი 2023 13:17
0
Რაღაც ლეშიჟჭამიავ აზრი შეგიცვლია
G.LA-Ს
01 ივლისი 2023 11:27
9
მგონი მაინც ვერ მიხვდი ვინ არის ლეში. რუსეთუმები ყველანი ლეშები ხართ ჩემთვის. ეგ ბიჭი საქრთველოს დროშის ქვეშ იბრძვის. დედამ ჩააგონა სქართველოს სიყვარული.
G.LA
01 ივლისი 2023 12:52
2
პირველ რიგში, დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ საბას დედას. აღტაცებაში მომიყვანა ამ მანდილოსნის საქციელმა და სამადლობელი სიტყვები არ მყოფნის. მალე იტალია საქართველოს ნაკრების ბაზად იქცევა და მერე რომელ კლუბს უნდა ვუგულშემატკივროთ
თენგაბი
01 ივლისი 2023 10:30
0
ასაკი მაგრა უწყობს ხელს, იტალიაში რომ გადავიდეს, ძალინ დიდ გამოცდილებას დააგროვებს და მაგრად დაიხვეწება , 2-3 წელიწადში სულ სხვა დონეზე ავა.
Vasili
01 ივლისი 2023 10:09
0
არც საბა და საერთოდ არც ერთი ქართველი ფეხბურთელი არ მემეტება,ისეთი ფეხბურთისათვის,როგორსაც ჰამბურგი თამაშობს.ყოველ შემთხვევაში,როგორსაც ჩაკვეს იქ ყოფნის დროს თამაშობდა.
სოსო
01 ივლისი 2023 08:59
0
კარგი დედის გაზდილი კარგი შვილი, კარგი ფეხბურთელი გამოვიდა და ეს ბიჭი საქართველოს შვილია ახლა. მჯერე საბას წარმატების. მომწონს დაცვაშიც და სტანდარტულიდან გოლიც გაიტანა, პასები აქვს გრძელი. გელაშვილი და კერესელიძეც კარგი ბიჭები არიან. ამ ნაკრებიდან რამოდენიმე ბიჭს წაიყვანენ ამ ჩემპის შემდეგ.
G.LA
01 ივლისი 2023 08:39
1

სიახლეები პოპულარული