უცხოური სპორტული მედიასაშუალებები ახალგაზრდულ ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრების წარმატებულ ასპარეზობას აღნიშნავენ და რა გასაკვირია, რომ ჩვენი ფეხბურთელებით სხვადასხვა კლუბები დაინტერესდნენ. რამდენიმე დღის წინ გერმანული Hamburger Morgenpost-ი იტყობინებოდა, რომ ცენტრალური მცველის საბა საზონოვის გადაბირებას "ჰამბურგი" შეეცდება. დღეს კი fussball News-ი ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ საზონოვმა ტურნირზე საუკეთესო შთაბეჭდილება მოახდინა და შეიძლება "ჰამბურგმა" ტრანსფერის განხორციელება ვერ შეძლოს, ვინაიდან მისი სამსახურით არაერთი კლუბია დაინტერესებული და განსაკუთრებით იტალიელები აქტიურობენ, ხოლო ფასის გათვალისწინებით, ჰამბურგელთა შანსები მინიმალურია.
საბას მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს
გაფორმებული, ამჟამად მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზეა კონცენტრირებული და გუნდის გამოცვლაზე შემდეგ იფიქრებს.
იტალიური კლუბების ვინაობა დაკონკრეტებული არ არის, თუმცა მოყვანილია საზონოვის სტატისტიკური მაჩვენებელი - ნიდერლანდებთან მატჩში მან ორთაბრძოლების 88% მოიგო.
ჯერ ისედაც რამდენი მათგანის გვარზე არის ძე და შვილი დაბოლოება მიბმული ძველ დრიში პასპორტიზაციის დროს,მაგალითად ლობჟანია,დავითაია,ჩაკ ვეტაია,კაკუბავა(კაკაბაძე)წიტაში(წიტაიშვილი),წიტაიშვილი ისედაც მეგრელია და მეგრელობა)ლაზურმეგრულიი გვარი,,მექვაბია,გულია,კიტია,კალანდია,აკობია და ასე.შ...რა ჩამოთვლის