კვარას შეუძლია "რეალში" ან "ბარსელონაში" ითამაშოს, ის ამისთვის მზადაა - ლაშა სალუქვაძე

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ლაშა სალუქვაძემ Metaratings.ru-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "კვარა" "რეალში" ან "ბარსელონაში" სათამაშოდ უკვე მზადაა.

"ქართველები ბედნიერები ვართ, რომ გვყავს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა. ეს ბიჭი ქართველებისთვის ნამდვილი ოქროა. ვფიქრობ, რომ "ნაპოლიში" უნდა დარჩეს. თუმცა თუ წინადადებებს "რეალის" ან "ბარსელონას" დონის კლუბებისგან მიიღებს, შეუძლია, წავიდეს.

თუ ხვიჩა უახლოეს მომავალში გუნდს არ გამოიცვლის, ეს ტრაგედია არ იქნება. კვარაცხელია ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს, მას შესანიშნავი აგენტი ჰყავს,
რომელიც მის მომავალზე ზრუნავს. - განაცხადა სალუქვაძემ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ 2022/2023 წლების სეზონში "ნაპოლის" მაისურით ჯამში 39 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში პატივია, ამაზე უარის თქმა კი ამპარტავნება მგონია" - ალეკო ელისაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე

altხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

altხვიჩა კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 21 /
ხვიჩა და მიქაუტაძე გვჭირდებოდა მაგრამ ბიჭებმა სხვა დონეზე ვართ და არ გვცალიაო,ჯერ მარტო მაგის მოედანზე გამოჩენა მოახდენდა ფსიქოლოგიურ ტერორს 3-4 ფეხბურთელი გადაერთვებოდა და წიტაიშვილი ან მიქაუტაძე გაიტანდა კარგად დაიწყეს მაგრ ბოლოს ჩაისვარეს..ჭამე პიცა და ,,იგულავე ვარსკვლავ ბიჭო"
ბესო
02 ივლისი 2023 09:59
0
ვა სალუქვაძეს ფეხბურთისთვისაც რჩება დრო?)) მეთქი მარტო ფედერაციის ფულის გამთეთრებლად ყავს დასაქნებული მუმუს)
Ambassador-ის მენეჯერი
02 ივლისი 2023 05:07
0
როგორი ადვილია ქართველი გულშემატკივრის გულის მოგება, (ჩემს თავს ვგულისხმობ ზოგზოგიერთრბმა არ ინერვიულოთ) და როგორ უნდა მოინდომო რომ ქართველმა გულშემატკივარმა საერთოდ ხაზი გადაგისვას!
დარწმუნებული ვარ, ხვიჩა რუბინში რომ ყოფილიყო და არანაკლები დამღლელი სეზონი ჰქონოდა, ნაკრებს მაინც შემოიერთდრბოდა, მაგრამ ბიჭი ნაპოლშია, ნაპოლში..... ხოდა ამას ქვია ზუსტად თავში ავარდნა
1212
02 ივლისი 2023 02:34
0
რა ტვინი შეჭამეთ ხვიჩათი? კაცმა დავიღალე, დასვენება მინდაო და ჩვენ რატომ არ გვასვენებთ? სხვა სადარდებელი გვაქვს დღეს. ხვიჩამ დაისვენოს სადაც ისვენებს.
დათა თუთაშხია
02 ივლისი 2023 02:17
2
რეალი ბარსელონა კიარა ნაპოლიდან არ გამოუშვან ეს ცოტახანში..
სიმართლე
02 ივლისი 2023 00:27
1
ბოდიში და დღევანდელი თამაში ფონზე სულ მაგრა მ..დია უკვე შენი და მიქაუტაძის აღმავლობა თუ დაცემა. ნაპოლისაც გავკარი. ჩემს დილას ვუგულშემატკივრებ ისევ.
zaza
02 ივლისი 2023 00:07
1
ეხლა როგორ გვჭირდება ისრაელთან მაგრამ ბიჭმა თაფლობისთვე მაქვს და არ მცალიაო ოკ!
ქინქლაძე 2
01 ივლისი 2023 21:30
3
დამიტოვეთ არჩევის საშუალება, თუ სად წავიდე, სად გადავიდე და ასე შემდეგ.
ხვიჩა!
01 ივლისი 2023 18:06
14
მასე, 21 წლამდელებშიც შეეძლო ეთამაშა. არა?
დინამოელი
01 ივლისი 2023 17:57
6
განსაკუთრებით მომეწონა: მას შესანიშნავი აგენტი ჰყავს)))) ერთი რუსფაშისტებს არ დაეწყოთ ომი , დღეს ვნახავდით ხვიჩას ტომსკში ანდა გროზნოს ტერეკში( იქ, სადაც მეტი ქეშის მოხსნა შეიძლება).
მე კი კვარაცხელია მეცოდება ამ "შესანიშნავი" აგენტის ხელში. მეშინია რომ ორიოდე ზედმეტი გროშის გამო,არ დაუღუპოს კარიერა.
ჟორა
01 ივლისი 2023 17:01
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული