კვარას შეუძლია "რეალში" ან "ბარსელონაში" ითამაშოს, ის ამისთვის მზადაა - ლაშა სალუქვაძე

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ლაშა სალუქვაძემ Metaratings.ru-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "კვარა" "რეალში" ან "ბარსელონაში" სათამაშოდ უკვე მზადაა.

"ქართველები ბედნიერები ვართ, რომ გვყავს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა. ეს ბიჭი ქართველებისთვის ნამდვილი ოქროა. ვფიქრობ, რომ "ნაპოლიში" უნდა დარჩეს. თუმცა თუ წინადადებებს "რეალის" ან "ბარსელონას" დონის კლუბებისგან მიიღებს, შეუძლია, წავიდეს.

თუ ხვიჩა უახლოეს მომავალში გუნდს არ გამოიცვლის, ეს ტრაგედია არ იქნება. კვარაცხელია ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს, მას შესანიშნავი აგენტი ჰყავს,
რომელიც მის მომავალზე ზრუნავს. - განაცხადა სალუქვაძემ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ 2022/2023 წლების სეზონში "ნაპოლის" მაისურით ჯამში 39 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში პატივია, ამაზე უარის თქმა კი ამპარტავნება მგონია" - ალეკო ელისაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე

altხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

altხვიჩა კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 21 /
ხვიჩა და მიქაუტაძე გვჭირდებოდა მაგრამ ბიჭებმა სხვა დონეზე ვართ და არ გვცალიაო,ჯერ მარტო მაგის მოედანზე გამოჩენა მოახდენდა ფსიქოლოგიურ ტერორს 3-4 ფეხბურთელი გადაერთვებოდა და წიტაიშვილი ან მიქაუტაძე გაიტანდა კარგად დაიწყეს მაგრ ბოლოს ჩაისვარეს..ჭამე პიცა და ,,იგულავე ვარსკვლავ ბიჭო"
ბესო
09:59 02-07-2023
0
ვა სალუქვაძეს ფეხბურთისთვისაც რჩება დრო?)) მეთქი მარტო ფედერაციის ფულის გამთეთრებლად ყავს დასაქნებული მუმუს)
Ambassador-ის მენეჯერი
05:07 02-07-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული