მიქაუტაძე "იუვენტუსში"? ჯუნტოლის სამეულში ქართველი შემტევიც შედის

AutoSharing Option
კრისტიან ჯუნტოლი "იუვენტუსის" ახალი სპორტული დირექტორია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ კრისტიანს რამდენიმე ფეხბურთელის ვინაობა საკუთარ ბლოკნოტში უკვე ჩაწერილი აქვს.

როგორც Il Corriere della Sera წერს, "ბიანკონერის" უფროსობისთვის მთავარი კონკრეტული ფეხბურთელების გაყიდვა, შემდეგ კი ახალი სახეებით შევსება გახლავთ.

როგორც ცნობილია, ჯუნტოლის სამეული შემდეგნაირია:

1. დოეხი ("უნიონ ბერლინი, მცველი, ღირებულება 17 მილიონი ევრო)
2. მაზრავოი (მიუნხენის "ბაიერნი", მცველი, ღირებულება 28 მილიონი ევრო)
3. მიქაუტაძე ("მეცი", შემტევი, ღირებულება 10 მილიონი ევრო).

როგორც ჩანს, "ბებერი ქალბატონის" ინტერესი ქართველი შემტევის მიმართ მართლაც რომ რეალურია.

მომზადებულია numero-diez-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
იუვენტუსი იტალიის და მთელი ევროპის გრანდია მიქაუტაძე თუ იქ გადავა ქართული ფეხბურთისთვის და მიღწევა იქნება.იუვე მიქაუტაძისთვის მაგარი ვარიანტია.
ქომაგი
09:30 02-07-2023
0
შესანიშნავია!
დო მაჟორი
17:32 01-07-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული