"ქართული ციებ-ცხელება იტალიაში, "კვერნა" საჩუქარი "ფროზინონესთვის" და კვარაცხელიას "ტყუპისცალი" - კვერნაძის ტრანსფერმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

AutoSharing Option
"ფროზინონეში" ქართველი შემტევის, გიორგი კვერნაძის გადასვლას რამდენიმე უცხოური სპორტული საიტი გამოეხმაურა.

areanapoli: "ქართველი "ფროზინონეს" ახალი შენაძენია, რომელიც ცდილობს "კვარას" სტილის ტალანტი იპოვოს. ის სერია A-ში გადასული გუნდისთვის დაპირებული საჩუქარია. 20 წლის კვერნაძე შეეცდება იტალიაში თავისი თანამემამულის გზა გაიაროს. ახალწვეული 188 სანტიმეტრი სიმაღლისაა და მისი გაბარიტები მწვრთნელს მრავალმხრივ შეუძლია გამოიყენოს. ისე ჩანს, თითქოს ძალიან ნელა მოქმედებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, დრიბლინგისას სწრაფი და სხარტია".

numero-diez: "შესაძლოა, ახალი კვარაცხელიას ძიებაში, პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფერია".

football24: "ქართული ციებ-ცხელება - სერია A-ს ახალწვეულმა იტალიაში ხვიჩას
"ტყუპისცალი" ჩაიყვანა. იტალიური კლუბები ახალი ნიჭიერი ფეხბურთელების ძიებისას ქართულ საფეხბურთო ბაზარს ყურადღებით აკვირდებიან. "ნაპოლიში" კვარაცხელიას გადასვლა ძალიან წარმატებული გამოდგა. ქართველი უმალ გუნდის ლიდერი გახდა და სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა.

საქართველოდან თავისი ბრილიანტის ხელში ჩაგდება "ფროზინონემ" მოახერხა. ახალწვეულს ასევე უყვარს შეტევის მარცხენა ფლანგზე მოქმედება და აქტიურად იყენებს დრიბლინგს. ამავე დროს, ანთროპომეტრია თავდასხმის ცენტრში თამაშის საშუალებას აძლევს, თუმცა იქ თავს მთლად კომფორტულად ვერ გრძნობს".

goal: "კვერნაძის განსაკუთრებული უნარები: ინდივიდუალური ტექნიკა, ბურთის ფლობა, ფლანგზე სისწრაფე, რაც დრიბლინგის და უკნიდან ჩაწოდებებით შეტევითი მოქმედებების საშუალებას იძლევა.

ფანტეზი-ფეხბურთისთვის შეძენა? ერთ-ერთი იმათგანი გახდება, რომელიც აუქციონზე ყველაზე მეტად სარისკო იქნება. თუმცა, თანამემამულისგან განსხვავებით, დიდ კლუბში არ ითამაშებს, რამაც, არაა გამორიცხული, სირთულეები გამოიწვიოს, მაგრამ ხარისხიდან და დაბალი ფასიდან გამომდინარე, უდავოდ ღირს ცდა და შეიძლება ახალ სიურპრიზად იქცეს".

frosinonenews: "კლუბის "ფეისბუქის" გვერდზე კვერნაძის ტრანსფერმა დიდი აჟიოტაჟი, თითქმის 3 ათასი მოწონება (უკვე 4 ათასს გადააჭარბა - რედ.) და 150 გაზიარება გამოიწვია. უმეტესობა გამოხმაურებებისა დადებითია, განსაკუთრებით, ქართველების მხრიდან. რეაქცია მართლაც შთამბეჭდავია, რაც დიდი იმედის საფუძველს იძლევა. კლუბის პრეზიდენტ მაურიციო სტირპეს მართლაც სჯერა "კვერნასი" და ფსონს მასზე ჩადის. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ გულშემატკივრები არ ეთანხმებიან".


მკითხველის კომენტარები / 4 /
თუ ესეთი მაგარი იყო, 21-ანებში რატომ არ იყო? შეკრებიდან რატომ გაუშვეს? ამ კონტრაქტის გამო? ფაქტია ჩვენ გუნდს ისე გაუჭირდა აზაროვი ფლანგელად წაწიეს.
ვერგავიგე
08:49 04-07-2023
0
150 გაზიარება არაა სახუმარო შედეგი!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული