"ნაპოლი" ოსიმენს კონტრაქტს გაუგრძელებს - კვარაცხელიასთან მოლაპარაკება საწყის ეტაპზეა

AutoSharing Option
თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა განაცხადა, რომ ნეაპოლში თავს ბედნიერად გრძნობს და გუნდის გამოცვლას არ აპირებს. Football-italia-ს ცნობით, ნიგერიელის აგენტი რობერტო კალენდა "ნაპოლის" ხელმძღვანელობას კონტრაქტის გაგრძელების საკითხზე შეხვდა და მხარეებმა ხელფასის მომატებასა და სხვა საკითხებზე კომპრომისს მიაღწიეს. მოლაპარაკება კონსტრუქციულად მიმდინარეობს, რამეთუ მათ ესმით, რომ ამ ზაფხულს ნიგერიელის ტრანსფერი, დიდი ალბათობით, არ განხორციელდება.

"ეკიპის" მტკიცებით, ოსიმენში მოთხოვნილი 120 მილიონი ევროს გადახდას არც ერთი კლუბი არ აპირებს. ვიქტორს "ნაპოლისთან" ხელშეკრულება 2025 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას: Areanapoli იტყობინება, რომ ქართველთან 2027
წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება საწყის ეტაპზეა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვარაცხელიასთან ხელშეკრულებას კიდევ ერთი წლით გააგრძელებენ და სეზონურ 1.25-მილიონევროიან გასამრჯელოს 2.5 მილიონამდე (პლუს ბონუსები) გაუზრდიან.

მკითხველის კომენტარები / 6 /
Ეხლა უკვე ცოტა უკმინე კიდეც
Გიორგი-ს
16:06 04-07-2023
2
ხო არ დააორთქლებდი ჯერ და მერე ეამბორე ნაზათ
Გიორგი-ს
13:37 04-07-2023
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული