"ნაპოლი" სანახევროდ შეიკრიბა, ხვიჩა შვებულების დარჩენილ დღეებს პარიზში ატარებს - ორი ამხანაგურის მოლოდინში...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" მიმართ ქართველ გულშემატკივრებში მთელი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ინტერესი იყო და ეს ახლაც გრძელდება. თუკი ტრანსფერებიდან ჯერ მხოლოდ კიმის "ბაიერნში" წასვლაზე ვიცით, უკვე გამოქვეყნდა ინფორმაცია მოსამზადებელი ეტაპის შესახებ.

Sportall.Ge

რუდი გარსიას გუნდმა შეკრება 13 ივლისიდან დაიწყო. შარშანდელის მსგავსად, პირველი მეტოქე "ანაუნე" იქნება. ამ სამოყვარულო გუნდთან ქართველი გარემარბის არაოფიციალური დებიუტი შედგა, "კვარამ" კი თავი დუბლითა და საგოლე პასით გამოიჩინა (შეხვედრა 10:0 დასრულდა). როგორც ცნობილია, იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც სანაკრებო მატჩები ჩაატარეს, რამდენიმე დღით მეტი დასვენების საშუალება მიეცემათ. ხვიჩა კვარაცხელია შევბულების დარჩენილ
დღეებს ახლა პარიზში ატარებს. რაც შეეხება მეორე დაპირისპირებას, 24 ივლისს ნეაპოლელები სერია "ც"-ში დაქვეითებულ "სპალს" (S.P.A.L) შეხვდებიან.

Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატის უცნაურ დროს ჩატარების გამო გასული საკლუბო სეზონი ნაადრევად დაიწყო, ახლა კი გუნდებს მოსამზადებლად მეტი დრო აქვთ. სავარაუდოდ, "ნაპოლი" რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მოგეხსენებათ, ჩემპიონატის პირველ ტურში ისინი გიორგი კვერნაძის "ფროზინონეს" 20 აგვისტოს ესტუმრებიან. სექტემბრის სანაკრებო პაუზამდე იტალიაში სამი ტური მოესწრება. 2023 წელს სულ 18 ტური ჩატარდება, რასაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დაემატება.

ჯერჯერობით გუნდში ვიქტორ ოსიმენი რჩება და ამ ეტაპზე მძლავრ დუეტს დაშლა არ ემუქრება. წამსვლელ-მიმსვლელთა საკითხი უახლოეს პერიოდში უნდა გააქტიურდეს.

altმომავალი "ნაპოლი" - ცნობილი დუეტი, ტოპტრანსფერის გარეშე, მწვრთნელის "ნაცნობები" და მთავარი ცვლილება

altკვერნაძე VS კვარაცხელია პირველივე ტურში - სერია "ა"-ს კალენდარი ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 35 /
ხვიჩამ ვერ ვითამაშებო, რადგანაც "დაღლილი" ვარო! ამიტომ არც ამხანაგურში და არც ოფიციალურში, არაო!
ყველამ დამასვენეთ!
07 ივლისი 2023 11:40
80
მიდი კვარა გენაცვალე, მოუმატე ვარჯის ყველა კომპონენტში და დაადუმე შენი აუგად მხსენებლები და ბოროტი ტვინით მოაზროვნე არსებები.
მალხაზ ჯობავა
07 ივლისი 2023 11:32
26
22 წლის ბიჭები რამ დაგღალათ თუ მარტო ითამაშეთ ყველას მაგივრად.. არამკითხეებმა დაეტიეთ თქვენს ადგილას
RX
07 ივლისი 2023 11:29
65
ფეხბურთს ნამდვულად ვერ მასწავლი და ვერც იმას ამიხსნი რაა დაღლა 98 წლიდან ფეხბურთს ვუყურებ მოდრიჩმა ჩემპიონატიც ითამაშა ლიგაც მსოფლიოც ასაკში ფინალი 120 წუთი და არ დაღლილა .. ზრაპრები სხვაგან მოყევი
RX
07 ივლისი 2023 14:10
38
სპორტსმენის დაღლას რომ ამბობენ, აქ ჩვეულებრივი დაღლა არ იგულისხმება, ადამიანს რომ სიარული ან სირბილი უჭირს, მერე კარგად გამოიძინებს და ისევ შეუძლია იმუშაოს ქარხანაში ან ყანაში ან სხვა ფიზიკურ სამუშაოზე - ფეხბურთელის დაღლა ნიშნავს, რომ მისი ფიზიოლოგიური მდგომარეობა , კუნთები, მყესები აღარაა წესრიგში, სხეული საჭირო დონეზე აღარ ემორჩილება და ტრავმის საშიშროებაც გაზრდილია, ამას ემატება ფსიქოლოგიური გამოფიტვა. ეგაა სწორედ ფორმიდან ამოვარდნას რომ ეძახიან და დიდხანს თუ გაგრძელდა, შეიძლება კარიერაც დაასრულებინოს. ამისათვის ყავს ყველა მეტნაკლებად ცნობილ ფეხბურთელს პირადი ფიზიოთერაპევტი, გუნდებს კი სამედიცინო ჯგუფი. ისინი განსაზღვრავენ როდის უნდა დაისვენოს ფეხბურთელმა და რამდენი. თორემ ის დროც გვახსოვს, 28-29 წლის ფეხბურთელები რომ ვეტერანად ითვლებოდნენ, ვეღარ ქაჩავდნენ და ამ ასაკში ამთავრებდნენ ხოლმე კარიერას.
გულშემატკივარი
07 ივლისი 2023 12:01
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული