ამ ეტაპზე ისე ჩანს, კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი არ დაიშლება, ეს კი ტოპტრანსფერს გამორიცხავს. მთავარი ცვლილება გუნდიდან კიმ მინ ჯეს წასვლაა, რომელიც სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნს" უნდა შეუერთდეს, შესაბამისად, ყველაზე აქტიურად ცენტრალური მცველის შერჩევა მიმდინარეობს. ფავორიტი "რეალ სოსიედადისა" და ესპანეთის
როგორც ცნობილი გახდა, ნეაპოლურ კლუბს "ვულვზმა" უარი უთხრა, მცველი მაქს კილმანი 35 მილიონ ევროდ დაეთმო. ფეხბურთელს "მანჩესტერ სიტის" უკავშირებენ. პრემიერლიგაში კიმის კიდევ ერთ შემცვლელზეა საუბარი, "ლივერპულის" ფრანგ მოთამაშე იბრაჰიმა კონატეზე, რომელიც "ნაპოლის" ახალი დამრიგებლის თანამემამულეა. მისი სატრანსფერო ფასი 38 მილიონი ევროა.
რუდი გარსიას ინტერესის სფეროში გერმანული "უნიონის" უკანახაზელი, 25 წლის ნიდერლანდელი დანილო დოეჰიცაა, რომელსაც მშვენიერი სეზონი ჰქონდა. მას შედარებით მოკრძალებული სატრანსფერო ფასი აქვს - 17 მილიონი. ფრანგი სპეციალისტის კიდევ ერთი სურვილი "ატალანტას" 19 წლის ცენტრალურ მცველს, ჯორჯო სკალვინის უკავშირდება, რომელიც ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაშობდა.
რა თქმა უნდა, სიახლეები მხოლოდ უკანა ხაზს არ შეეხება. იტალიური მედიის თანახმად, რუდი გარსიას დიდი სურვილი აქვს, გუნდში არგენტინელი კარლოს ალკარასი იხილოს. "საუთჰემპტონის" 20 წლის ნახევარმცველს სიახლეებისა და შემოქმედებითობის შემოტანა ნამდვილად შეუძლია. სავარაუდოა, რომ მომავალ სეზონში ახალი მწვრთნელი ყოფილ შეგირდ ზამბო ანგისაზე დიდ ავანსებს გასცემს; ზელინსკი გუნდიდან წასვლას აპირებს, ლობოტკას მომავალი კი ჯერ მაინც გაურკვეველია.
ნეაპოლელებს იტალიის გასულ ჩემპიონატში ძალიან შედეგიან ნახევარმცველს, 23 წლის შოტლანდიელ ლევის ფერგიუსონსაც უკავშირებენ. "ბოლონიელმა" ჩემპიონების კარიც აიღო, სულ კი 7 შედეგიანი დარტყმა ჰქონდა. რუდი გარსია "მარსელში" მის კიდევ ერთი ყოფილი შეგირდის, მაქსიმ ლოპესის ტრანსფერზე ფიქრობს. 25 წლის შუახაზელი "სასუოლოში" გამოდის. როგორც ჩანს, დიდი ხნის ნაცნობობასა და ნდობას ფრანგისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჯერჯერობით დაგეგმილ ამხანაგურ მატჩებზე არაფერი ვიცით, მისი გაგებაც საინტერესო იქნება. ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლური კარიერა დაიწყო, გასული წლის ამ დროს პირველი ემოციები გვქონდა.
"გარსია "კვარას" სწორედ ამას მოსთხოვს" - რას წერს იტალიური გამოცემა
ოფიციალურად: "ნაპოლის" სპორტული დირექტორი მუშაობას "იუვენტუსში" გააგრძელებს