"ნაპოლი" სანახევროდ შეიკრიბა, ხვიჩა შვებულების დარჩენილ დღეებს პარიზში ატარებს - ორი ამხანაგურის მოლოდინში...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" მიმართ ქართველ გულშემატკივრებში მთელი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ინტერესი იყო და ეს ახლაც გრძელდება. თუკი ტრანსფერებიდან ჯერ მხოლოდ კიმის "ბაიერნში" წასვლაზე ვიცით, უკვე გამოქვეყნდა ინფორმაცია მოსამზადებელი ეტაპის შესახებ.

Sportall.Ge

რუდი გარსიას გუნდმა შეკრება 13 ივლისიდან დაიწყო. შარშანდელის მსგავსად, პირველი მეტოქე "ანაუნე" იქნება. ამ სამოყვარულო გუნდთან ქართველი გარემარბის არაოფიციალური დებიუტი შედგა, "კვარამ" კი თავი დუბლითა და საგოლე პასით გამოიჩინა (შეხვედრა 10:0 დასრულდა). როგორც ცნობილია, იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც სანაკრებო მატჩები ჩაატარეს, რამდენიმე დღით მეტი დასვენების საშუალება მიეცემათ. ხვიჩა კვარაცხელია შევბულების დარჩენილ
დღეებს ახლა პარიზში ატარებს. რაც შეეხება მეორე დაპირისპირებას, 24 ივლისს ნეაპოლელები სერია "ც"-ში დაქვეითებულ "სპალს" (S.P.A.L) შეხვდებიან.

Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატის უცნაურ დროს ჩატარების გამო გასული საკლუბო სეზონი ნაადრევად დაიწყო, ახლა კი გუნდებს მოსამზადებლად მეტი დრო აქვთ. სავარაუდოდ, "ნაპოლი" რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მოგეხსენებათ, ჩემპიონატის პირველ ტურში ისინი გიორგი კვერნაძის "ფროზინონეს" 20 აგვისტოს ესტუმრებიან. სექტემბრის სანაკრებო პაუზამდე იტალიაში სამი ტური მოესწრება. 2023 წელს სულ 18 ტური ჩატარდება, რასაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დაემატება.

ჯერჯერობით გუნდში ვიქტორ ოსიმენი რჩება და ამ ეტაპზე მძლავრ დუეტს დაშლა არ ემუქრება. წამსვლელ-მიმსვლელთა საკითხი უახლოეს პერიოდში უნდა გააქტიურდეს.

altმომავალი "ნაპოლი" - ცნობილი დუეტი, ტოპტრანსფერის გარეშე, მწვრთნელის "ნაცნობები" და მთავარი ცვლილება

altკვერნაძე VS კვარაცხელია პირველივე ტურში - სერია "ა"-ს კალენდარი ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 35 /
არ იზრდები შენ კაი კაცი.
კარგად გაიაზრე, რომელმა ქვეყანამ შეგქმნა, ჩამოგაყალიბა და გაგზარდა!


ფეხბურთს სამართალიც თამაშობს და არამარტო ოსტატობა.

არ გეყოფა შენ შენი ნიჭი კაცობის, ქართველობის გარეშე.

სადღაც 9 მთას იქეთ საქართველოს დროშის ოპერეტული ფრიალი, სხვა გუნდების სახელისთვის ბრძოლა და საამისოდ ფულების ჩაჩხრიალება არაფერს ნიშნავს შენი ქვეყნისთვის.

ძალიან არ მინდა, აკაკი წერეთლის ის ცნობილი ლექსი ერთ თაგუნაზე შენ მოგეკაროს!

იცოდე, ვერასოდეს იმაზე წინ ვეღარ წახვალ, როგორც ამ სეზონში იყავი!
ისტორია
13:57 18-07-2023
2
ქინქლაძე 2.0
დინამიტი
08:56 16-07-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული