"ბაიერნი" ცაიტნოტში - მამარდაშვილის ტრანსფერში 20-30 მილიონის გადახდა არ უნდათ, ნოიერის დაბრუნება კი ჭიანურდება

AutoSharing Option
"ვალენსიას" მეკარის გიორგი მამარდაშვილის "ბაიერნში" შესაძლო გადასვლაზე ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი "ტვიტერზე" წერს, რომ მიუნხენური კლუბის ტექნიკური დირექტორი მარკო ნეპე უკვე შეხვდა ფეხბურთელის წარმომადგენლებს, თუმცა მუდმივად ცვალებადი ვითარების გამო მოლაპარაკებებმა წინ ვერ წაიწია, უახლოეს ხანში წინადადებით არ მიმართავენ, ვინაიდან 20-30 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებენ.

From Bavarian Football Works-ი აღნიშნავს, რომ "ბაიერნი" რთულ სიტუაციაშია და ქართველზე დაკვირვებას აგრძელებს, რამეთუ მანუელ ნოიერის ტრავმის შემდეგ აღდგენა გაჭიანურდა, მეორე მეკარის პოზიციაზე სვენ ულრაიხის მომავალი გაურკვეველია, იან ზომერი და ალეკსანდერ ნიუბელი კი გუნდს დატოვებენ.

Sky Sport
Deutschland-ის ცნობით, 37 წლის ნოიერს, რომელმაც ნოემბერში ფეხი მოიტეხა, ჯერ ვარჯიში არ დაუწყია, სამედიცინო შემოწმების გავლა მოუწევს, თავის დაზღვევის მიზნით მის დაბრუნებას არ დააჩქარებენ, ინდივიდუალურად მოემზადება და აზიურ ტურნეზე (24 ივლისიდან 3 აგვისტომდე) არ წაიყვანენ. თუმცა, როგორც კი ფორმას აღიდგენს, მწვრთნელი ტომას ტუხელი ძირითად შემადგენლობაში დააყენებს.

"ინტერი" აქტიურად ეძებს ანდრე ონანას შემცვლელს, რომელსაც "მანჩესტერი" 55 მილიონ ევროდ შეიძენს. ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი კანდიდატი ზომერი იყო, მაგრამ "ეკიპი" იტყობინება, რომ შვეიცარიელი მილანურ გუნდში ვერ გადაბარგდება, რადგან ორი მეკარის ტრანსფერს გაჩარხავს: ძირითადი უგო ლორისი (ტოტენჰემი) იქნება, ხოლო სათადარიგო - ანატოლი ტრუბინი (შახტარი).

მკითხველის კომენტარები / 5 /
თუ ლორისი წავა ტოტენხემი მშვენიერი იქნება გიოსთვის, პრემიერ ლიგაში გამოსვლებზე თამაშსაც დახვეწავს.
ეეე
13:10 08-07-2023
8
ნეტა შენ რა იცი? Ყველგან როგორ გამოხტები ხოლმე მე-13 გოჭივით
G.LA-Ს
12:34 08-07-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული