"მეცმა" ჩაკვეტაძის ტრანსფერისთვის დრო ითხოვა და შეიძლება ხელიდან დაუსხლტეს

AutoSharing Option
ჟურნალისტმა საშა ტავოლიერიმ დღეს თავისი "ტვიტერით" გაავრცელა ინფორმაცია, რომ "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე "მეცში" ერთწლიანი იჯარით გადავა. ახლა ტავოლიერიმ ინფორმაცია განაახლა:

"მეცი" გიორგი ჩაკვეტაძის საკითხს აჭიანურებს. მიუხედავად იმისა, რომ "გენტთან" საიჯარო ხელშეკრულება კონტრაქტის შემდგომი გამოსყიდვის უფლებით მიღწეული იყო და ყველა ფორმალობა დღეს უნდა მოგვარებულიყო, რათა ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმებულიყო, ფრანგულმა კლუბმა მწვრთნელის მეშვეობით ტრანსფერის დასადასტურებლად ორი დღე ითხოვა.

თუ მოლოდინი დიდხანს გაგრძელდება, ჩაკვეტაძე, რომლის სამსახურითაც სატრანსფერო ბაზარზე სხვა კლუბებიც არიან დაინტერესებული, შეიძლება "მეცს" ხელიდან დაუსხლტეს".

მკითხველის კომენტარები / 11 /
ძალიან ვგულშემატკივრობ გიორგის და მაგრად მინდა რომ კარგ გუნდში ან ტოპ ჩემპიონატში გადავიდეს (თუნდაც მეცში), მაგრამ ქართველო ჟურნალისტებო რატომ იტყუებთ თავს ან ჩვენ რას გვატყუებთ?! რა ხელიდან დასხლტომაზეა საუბარი ან რა რიგები დგასო?! არ ჯობია რეალურად შევხედოთ სიტუაციას? არ ჯობია რომ სანიოლის და მიქაუტაძის გავლენები გამოიყენონ გიოს აგენტებმა და ყველაფერი იღონონ რომ ბიჭი მალე გადავიდეს მეცში, ვიდრე ზღაპრების შეთხზით იყვნენ დაკავებული და ბოლოს ისე გამოვიდეს, ბევრის მდომი ცოტასაც დაკარგავსო? ეეჰ, რატომ არ ვარ ჩაკვეტაძის აგენტი...
fani
14:15 11-07-2023
4
ყველაფერი რომ გაირკვევა, შემდეგ ვიმსჯელოთ.
როგორც მივხვდი, ჩაკვეტაძეზე რიგი დგას.
სამართალი
10:20 11-07-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული