azerisport: "ნეფთჩიმ" კვირკველიას კონტრაქტი გაუწყვიტა

AutoSharing Option
azerisport-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების 31 წლის მცველმა საბა კვირკველიამ "ნეფთჩი" დატოვა.

გამოცემის მტკიცებით, კვირკველიასთან დამშვიდობება გუნდის ახალი მწვრთნელის, ადრიან მუტუს ინიციატივით მოხდა.

კლუბს კვირკველიასთან კონტრაქტის გაწყვეტა ჯერ არ დაუდასტურებია.

კვირკველია "ნეფთჩიში" 2022 წლის ზაფხულში "გაგრადან" გადავიდა და ორწლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს. საბამ 8 ივლისს "ცრვენა ზვეზდასთან" წაგებულ მატჩში (0:4) მიიღო მონაწილეობა, ახალი სეზონისთვის გუნდთან ერთად ემზადებოდა და მისი გაშვება მოულოდნელი გახლდათ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
გაუწყვიტეს და კომპენსაციასაც მისცემენ,თვითონ კი,სხვაგან წავა სათამაშოდ.ჩვენს გუნდებს,ნამდვილად დაეხმარება,თუ წამოვა.
სოსო
13 ივლისი 2023 20:52
3
გადაუხადონ რაა კაი ხელფასი და ითამშოს ან დინამოებში ან ტორპედოში ტორპედო ამდენ ფულს ხარჯავს არ გაუჭირდებააა ...
bejo
13 ივლისი 2023 20:37
3
Tbilisis dinamoshi გვჭირდები საბა მოდი დინამოში დაგვეხმარე ლიგის ჯგუფში შესვლაში და მერე სადაც გინდა იქ წადი უკეთესი გუნდები მიგიწვევენ...
სიმართლე
13 ივლისი 2023 19:57
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული