"თუ ხვიჩა "რუბინში" ამას გააკეთებდა, "ნაპოლიში" არავინ წაიყვანდა" - გია გურული კვარაცხელიას შესახებ

AutoSharing Option
80-იანი წლების ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა ფეხბურთელმა და ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველი გოლის ავტორმა გია გურულმა რუსულ პრესასთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, "ნაპოლიში" გადასვლის შემდეგ ჩვენებურმა სათამაშო სტილი შეიცვალა:

"როდესაც ხვიჩამ "ნაპოლიში" თამაში დაიწყო, ის პირველ მატჩებში ძველებურ სტილში ასპარეზობდა, თუმცა შემდეგ შეხვედრებში სიტუაცია შეიცვალა და ის ბურთს მხოლოდ ერთხელ ეხებოდა.

თუ "რუბინშიც" ასეთ სტილში ითამაშებდა, "ნაპოლიში" მას არავინ წაიყვანდა", - თქვა გურულმა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
აშკარაა,რომ ხვიჩა თავიდან სხვანაირად(უ.სწ. თავისებურად) თამაშობდა და შედეგიც საოცარი Ჰქონდა.სეზონის მეორე ნახევარი კი სხვისი მითითებების გათვალიწინებით ფაქტიურად პასიური და უშედეგო.ვფიქრობ მას სჭირდება შესაფერისი მწვრთნელი და "ხელგაშლილი" პარტნიორები და არა რუისნაირი "ბრმები".
ზურა
15 ივლისი 2023 10:23
0
კომბლე
ვერ დაგეთანხმები,უშუალოდ თამაში არ არის ცუდი საყურებელი(გაგიკვირდებათ და ასეა)
აფუჭებს ყველაფერს უტრიბუნო-ერთტრუბუნიანი,უმაყურებლოდ სტადიონები,უემოციო-ჩაძინებული კომენტატორები(რომლებიც სპორტალ ჯის სტატიებს ყვებიან მატჩის კომენტირების მაგიერ)
არანაერი რეკლამა ტელევიზიით.
ცოტა დაბუსტვა უნდა თორე უშუალოდ თამაში არ არის ისე ცუდი რო შევადაროთ ტოპ 5 ჩემპიონატს და მერე მეორე ეშელონს- ჰოლანდია,შვეიცარია,ბელგია ამათ მერე სხვებს აშკარად ჯობია სანახაობით.
არგენტინის პრიმერა დივიზიონი არის მართლა სვარკაა,ერთი პასის მერე ან არაზუსტი პასის ან მოჩეხვა და 3წუთი მსაჯთან ხელების შლა.მაგრამ ყველა თამაში გადაჭედილ სტადიონებზე მიმდინარეობს)
როცა უყურებ საბურთალო-ბათუმს ან დინამო-სამგურალს თუ დაივიწყებ ღონეს საქ.ჩემპია უშუალოდ რაც მოედანზე ხდება არ არის ისე ცუდი როგორც აღწერე,მართლა თამაშობენ ბიჭები,იგივე გორის გუნდი ან ტორპედო..
უბრალოდ ცოტა რეკლამა,მაყურებელი სტადიონი ოთხივე მხარეს ტრიბუნით
(სამტრედიაში და რუსთავში როა პრიბალტიკის ჩემპიონატივით,ან ლოკომოტივი 2ზე რატო უნდა ტარდებოდეს უმაღლესი ლიგის თამაში)
Levani
15 ივლისი 2023 01:36
2
დიდებული საყურებელია საქართველოს ჩემპიონატის მატჩები.
ამას წინათ ვუყურებდი და ტვინში სისხლის ჩაქცევას გადავურჩი. პასი თუ მიაწოდეს და ბურთი მართლა პარტნიორისკენ წავიდა, რაც იშვიათი რამ არის ჩვენთან, პირველ შეხებაზე ბურთი უნდა შეაჩეროს, თუ პირველზე ვერა მეორეზე მაინც, მერე ბურთს დასარტყმელად გასწორება ხომ უნდა? უნდა. ბურთი თუ გაასწორა, თან წვალებით, ზოგჯერ მეგონა (ფეხბურთელი) ბავშვები ბოლოს ბურთს ხელით რომ აჩერებენ და დასარტყმელად გაისწორებენ ხოლმე ისე მოიქცეოდა, მაგრამ ალბათ ახსოვვდა რომ ხელით თამაში არ შეიძლება და უკვე მესამე ან მეოთხე შეხების მერე ან პასს აწვდის, რომელიც ღმერთმა იცის საით წავა, ან დაარტყავს და ჯერ ტავის კარისკენ იხედება ავტოგოლი ხომ არ გავიტანეო, მერე მეტოის კარისკენ და თუ აუტზე გადავიდა, ბრაზდება, როგორ ავაცილეო, თუ კარს მინიმუმ ათი მეტრით ააცილა და ჯერ კომენტატორი ამოხტება ბოტასებიდან ოდნავ ასცდა ბურთი კარსო, მერე თვითომ წაიშენს ხელებს თავში, ეს როგორ მომივიდა, რა ცოტა დამაკლდა გოლისთვისო, რაზეც მისიმეგობრები გაამხნევებენ, არა უშავს კიდევ სცადე, მაგარი დარტყმა იყო ძმაო, ყოჩაღ ბიჭოო და ყველამ მხარზე უნდა დაკრას ხელი გამხნევების ნიშნად.
ამის ყურებაში ცოტა დამაკლდა გული მხევდა, ეხლა უცხოელი მეტოქის ფეხბურთელები წარმოიდგინეთ რამხელა სტრესს განიცდიან ამათ ყურებისას, ჩვენები მიჩვეულები არიან ამ ყველაფერს და მათთვის კანონზომიერებაა. ისინი კი, თან რომ ფიქრობენ, ეს ვისთან ვთამაშობთ? ამათ ფეხბურთთან საერთოდ რა შეხება აქვთო? რატომ გვაწვალებენო?
ნერვრბმოშლილებს კი, შეცდომა თუ დააშვებინეს, მათ ფეხის მოქნევაზე თუ ვინმე წაიქცა და მინიმუმ სამი ოთხი კაცი თუ გაუგდეს, რამდენი დარჩებიან? შვიდ კაცს ვეღარ უნდა მოუგოს 11 ყაზილარმა?
დინამო! დინამო! დინამო!
აი ასე მიდის წინ ჩვენი ფეხბურთი და კიდევ ხელფასის სიმცირეს უჩივიან. სირცხვილი არაა? სირცხვილია ამათ ფეეხბურთელებს როგორ ეძახით, რადგან ბურთს გაეკიდა?
მასე ჩემი ძაღლი ავტობუსსაც მისდევს, მაგრამ მატორისტია, თუ მძღოლი. მართალი არ ვარ, ააა?
კ ო მ ბ ლ ე
14 ივლისი 2023 13:34
14
ზზზზ
14 ივლისი 2023 16:34
1
ჩემი აზრით მართალი კი არა უტვინო ხარ.
lex
14 ივლისი 2023 15:18
11
ყველა გამოხმაურება
ასეა, ამჟამად სულ სხვა სტილში თამაშობს ხვიჩა, ის ბურთს მხოლოდ ერთხელ ეხება და ზოგ რიგ შემთხვევებში ინერტულია თუ ბურთი არ მიაწოდეს, მესხის სტილში...
ლაშა
14 ივლისი 2023 12:55
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული