როგორც მან განაცხადა, "ნაპოლიში" გადასვლის შემდეგ ჩვენებურმა სათამაშო სტილი შეიცვალა:
"როდესაც ხვიჩამ "ნაპოლიში" თამაში დაიწყო, ის პირველ მატჩებში ძველებურ სტილში ასპარეზობდა, თუმცა შემდეგ შეხვედრებში სიტუაცია შეიცვალა და ის ბურთს მხოლოდ ერთხელ ეხებოდა.
თუ "რუბინშიც" ასეთ სტილში ითამაშებდა, "ნაპოლიში" მას არავინ წაიყვანდა", - თქვა გურულმა.
ვერ დაგეთანხმები,უშუალოდ თამაში არ არის ცუდი საყურებელი(გაგიკვირდებათ და ასეა)
აფუჭებს ყველაფერს უტრიბუნო-ერთტრუბუნიანი,უმაყურებლოდ სტადიონები,უემოციო-ჩაძინებული კომენტატორები(რომლებიც სპორტალ ჯის სტატიებს ყვებიან მატჩის კომენტირების მაგიერ)
არანაერი რეკლამა ტელევიზიით.
ცოტა დაბუსტვა უნდა თორე უშუალოდ თამაში არ არის ისე ცუდი რო შევადაროთ ტოპ 5 ჩემპიონატს და მერე მეორე ეშელონს- ჰოლანდია,შვეიცარია,ბელგია ამათ მერე სხვებს აშკარად ჯობია სანახაობით.
არგენტინის პრიმერა დივიზიონი არის მართლა სვარკაა,ერთი პასის მერე ან არაზუსტი პასის ან მოჩეხვა და 3წუთი მსაჯთან ხელების შლა.მაგრამ ყველა თამაში გადაჭედილ სტადიონებზე მიმდინარეობს)
როცა უყურებ საბურთალო-ბათუმს ან დინამო-სამგურალს თუ დაივიწყებ ღონეს საქ.ჩემპია უშუალოდ რაც მოედანზე ხდება არ არის ისე ცუდი როგორც აღწერე,მართლა თამაშობენ ბიჭები,იგივე გორის გუნდი ან ტორპედო..
უბრალოდ ცოტა რეკლამა,მაყურებელი სტადიონი ოთხივე მხარეს ტრიბუნით
(სამტრედიაში და რუსთავში როა პრიბალტიკის ჩემპიონატივით,ან ლოკომოტივი 2ზე რატო უნდა ტარდებოდეს უმაღლესი ლიგის თამაში)
ამას წინათ ვუყურებდი და ტვინში სისხლის ჩაქცევას გადავურჩი. პასი თუ მიაწოდეს და ბურთი მართლა პარტნიორისკენ წავიდა, რაც იშვიათი რამ არის ჩვენთან, პირველ შეხებაზე ბურთი უნდა შეაჩეროს, თუ პირველზე ვერა მეორეზე მაინც, მერე ბურთს დასარტყმელად გასწორება ხომ უნდა? უნდა. ბურთი თუ გაასწორა, თან წვალებით, ზოგჯერ მეგონა (ფეხბურთელი) ბავშვები ბოლოს ბურთს ხელით რომ აჩერებენ და დასარტყმელად გაისწორებენ ხოლმე ისე მოიქცეოდა, მაგრამ ალბათ ახსოვვდა რომ ხელით თამაში არ შეიძლება და უკვე მესამე ან მეოთხე შეხების მერე ან პასს აწვდის, რომელიც ღმერთმა იცის საით წავა, ან დაარტყავს და ჯერ ტავის კარისკენ იხედება ავტოგოლი ხომ არ გავიტანეო, მერე მეტოის კარისკენ და თუ აუტზე გადავიდა, ბრაზდება, როგორ ავაცილეო, თუ კარს მინიმუმ ათი მეტრით ააცილა და ჯერ კომენტატორი ამოხტება ბოტასებიდან ოდნავ ასცდა ბურთი კარსო, მერე თვითომ წაიშენს ხელებს თავში, ეს როგორ მომივიდა, რა ცოტა დამაკლდა გოლისთვისო, რაზეც მისიმეგობრები გაამხნევებენ, არა უშავს კიდევ სცადე, მაგარი დარტყმა იყო ძმაო, ყოჩაღ ბიჭოო და ყველამ მხარზე უნდა დაკრას ხელი გამხნევების ნიშნად.
ამის ყურებაში ცოტა დამაკლდა გული მხევდა, ეხლა უცხოელი მეტოქის ფეხბურთელები წარმოიდგინეთ რამხელა სტრესს განიცდიან ამათ ყურებისას, ჩვენები მიჩვეულები არიან ამ ყველაფერს და მათთვის კანონზომიერებაა. ისინი კი, თან რომ ფიქრობენ, ეს ვისთან ვთამაშობთ? ამათ ფეხბურთთან საერთოდ რა შეხება აქვთო? რატომ გვაწვალებენო?
ნერვრბმოშლილებს კი, შეცდომა თუ დააშვებინეს, მათ ფეხის მოქნევაზე თუ ვინმე წაიქცა და მინიმუმ სამი ოთხი კაცი თუ გაუგდეს, რამდენი დარჩებიან? შვიდ კაცს ვეღარ უნდა მოუგოს 11 ყაზილარმა?
დინამო! დინამო! დინამო!
აი ასე მიდის წინ ჩვენი ფეხბურთი და კიდევ ხელფასის სიმცირეს უჩივიან. სირცხვილი არაა? სირცხვილია ამათ ფეეხბურთელებს როგორ ეძახით, რადგან ბურთს გაეკიდა?
მასე ჩემი ძაღლი ავტობუსსაც მისდევს, მაგრამ მატორისტია, თუ მძღოლი. მართალი არ ვარ, ააა?