"თუ ხვიჩა "რუბინში" ამას გააკეთებდა, "ნაპოლიში" არავინ წაიყვანდა" - გია გურული კვარაცხელიას შესახებ

AutoSharing Option
80-იანი წლების ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა ფეხბურთელმა და ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველი გოლის ავტორმა გია გურულმა რუსულ პრესასთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, "ნაპოლიში" გადასვლის შემდეგ ჩვენებურმა სათამაშო სტილი შეიცვალა:

"როდესაც ხვიჩამ "ნაპოლიში" თამაში დაიწყო, ის პირველ მატჩებში ძველებურ სტილში ასპარეზობდა, თუმცა შემდეგ შეხვედრებში სიტუაცია შეიცვალა და ის ბურთს მხოლოდ ერთხელ ეხებოდა.

თუ "რუბინშიც" ასეთ სტილში ითამაშებდა, "ნაპოლიში" მას არავინ წაიყვანდა", - თქვა გურულმა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
დიდებული საყურებელია საქართველოს ჩემპიონატის მატჩები.
ამას წინათ ვუყურებდი და ტვინში სისხლის ჩაქცევას გადავურჩი. პასი თუ მიაწოდეს და ბურთი მართლა პარტნიორისკენ წავიდა, რაც იშვიათი რამ არის ჩვენთან, პირველ შეხებაზე ბურთი უნდა შეაჩეროს, თუ პირველზე ვერა მეორეზე მაინც, მერე ბურთს დასარტყმელად გასწორება ხომ უნდა? უნდა. ბურთი თუ გაასწორა, თან წვალებით, ზოგჯერ მეგონა (ფეხბურთელი) ბავშვები ბოლოს ბურთს ხელით რომ აჩერებენ და დასარტყმელად გაისწორებენ ხოლმე ისე მოიქცეოდა, მაგრამ ალბათ ახსოვვდა რომ ხელით თამაში არ შეიძლება და უკვე მესამე ან მეოთხე შეხების მერე ან პასს აწვდის, რომელიც ღმერთმა იცის საით წავა, ან დაარტყავს და ჯერ ტავის კარისკენ იხედება ავტოგოლი ხომ არ გავიტანეო, მერე მეტოის კარისკენ და თუ აუტზე გადავიდა, ბრაზდება, როგორ ავაცილეო, თუ კარს მინიმუმ ათი მეტრით ააცილა და ჯერ კომენტატორი ამოხტება ბოტასებიდან ოდნავ ასცდა ბურთი კარსო, მერე თვითომ წაიშენს ხელებს თავში, ეს როგორ მომივიდა, რა ცოტა დამაკლდა გოლისთვისო, რაზეც მისიმეგობრები გაამხნევებენ, არა უშავს კიდევ სცადე, მაგარი დარტყმა იყო ძმაო, ყოჩაღ ბიჭოო და ყველამ მხარზე უნდა დაკრას ხელი გამხნევების ნიშნად.
ამის ყურებაში ცოტა დამაკლდა გული მხევდა, ეხლა უცხოელი მეტოქის ფეხბურთელები წარმოიდგინეთ რამხელა სტრესს განიცდიან ამათ ყურებისას, ჩვენები მიჩვეულები არიან ამ ყველაფერს და მათთვის კანონზომიერებაა. ისინი კი, თან რომ ფიქრობენ, ეს ვისთან ვთამაშობთ? ამათ ფეხბურთთან საერთოდ რა შეხება აქვთო? რატომ გვაწვალებენო?
ნერვრბმოშლილებს კი, შეცდომა თუ დააშვებინეს, მათ ფეხის მოქნევაზე თუ ვინმე წაიქცა და მინიმუმ სამი ოთხი კაცი თუ გაუგდეს, რამდენი დარჩებიან? შვიდ კაცს ვეღარ უნდა მოუგოს 11 ყაზილარმა?
დინამო! დინამო! დინამო!
აი ასე მიდის წინ ჩვენი ფეხბურთი და კიდევ ხელფასის სიმცირეს უჩივიან. სირცხვილი არაა? სირცხვილია ამათ ფეეხბურთელებს როგორ ეძახით, რადგან ბურთს გაეკიდა?
მასე ჩემი ძაღლი ავტობუსსაც მისდევს, მაგრამ მატორისტია, თუ მძღოლი. მართალი არ ვარ, ააა?
კ ო მ ბ ლ ე
13:34 14-07-2023
14
ასეა, ამჟამად სულ სხვა სტილში თამაშობს ხვიჩა, ის ბურთს მხოლოდ ერთხელ ეხება და ზოგ რიგ შემთხვევებში ინერტულია თუ ბურთი არ მიაწოდეს, მესხის სტილში...
ლაშა
12:55 14-07-2023
3

სიახლეები პოპულარული