"ფროზინონეს" 20 წლის ახალწვეულმა გიორგი კვერნაძემ პირველივე მატჩში გამოიჩინა თავი.
"მონდრაგონესთან" მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში (7:0) კვერნაძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 2:0 იყო, ჯერ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს, მერე კი ხვიჩა კვარაცხელიას სტილში ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და მეტოქის კარი დალაშქრა.
62-ე წუთზე გიორგიმ მცირე დაზიანება მიიღო, ცოტა ხანი კიდევ ითამაშა და შეცვალეს.
19 ივლისს "ფროზინონე" მორიგ სპარინგს "ფერენტინოსთან" გამართავს, ხოლო ზუსტად ერთი თვის შემდეგ სერია A-ს პირველ ტურში "ნაპოლის" უმასპინძლებს.