უკვე 100 მილიონი - "ნიუკასლი" კვარაცხელიას შესაძენად უკან დახევას არ აპირებს

AutoSharing Option
ბრიტანული პრესა "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას "ნიუკასლში" შესაძლო გადასვლაზე ისევ აქტიურად წერს. Daily Mail-ი იტყობინება, რომ ინგლისური გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე საასპარეზოდ სერიოზულად გადახალისდება და გაძლიერდება, კვარაცხელიას სანაცვლოდ ნეაპოლურ კლუბს 82 მილიონი ფუნტი (95 მილიონი ევრო) შესთავაზა, რაც "კაჭკაჭებისთვის" სარეკორდო სატრანსფერო თანხაა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ შესანიშნავი სეზონის შემდეგ კვარაცხელიამ მთელი საფეხბურთო ევროპის ყურადღება მიიპყრო; ნეაპოლელებმა შეთავაზებაზე არ უპასუხეს, რამეთუ მისი შენარჩუნება აქვთ გადაწყვეტილი.

football365-ის ცნობით, "ნიუკასლი" მზადაა შეთავაზება გაზარდოს, ქართველში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს, რაც "ლივერპულის" მწვრთნელ იურგენ კლოპისთვის ძლიერი დარტყმა
იქნება, ვინაიდან მას "კვარას" თამაში ძალიან მოსწონს და როგორც ადრე გამჟღავნდა, ცდილობდა, კლუბის ხელმძღვანელობა დაერწმუნებინა, ხვიჩას "ენფილდზე" გადასაბირებლად "ნაპოლისთვის" გიგანტური თანხა შეეძლიათ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
შაშვი არა კაჭკაჭი
???
17 ივლისი 2023 07:29
15
როგორ იცვლება დრო! ინგლისის ჭ კლადის გუნდებს სერია ას საუკეთესო ფეხბურთელები მიყავთ(
რეზო
17 ივლისი 2023 15:44
8
ეგ მომატება არაა, უბრალოდ ფუნტები ევროებში გადაიყვანეს და სავარაუდოდ, დი ლაურენტისსა და ჯუღელს შორის განსხვავებასაც არ იმჩნევენ...
დდდ
17 ივლისი 2023 13:32
2
არ უნდა წავიდეს 1-2 წელი მერე რეალი ან ბარსა ესპანეთი მოკლედ და არა ნიუკასლი და ინგლისი.
ქომაგი
18 ივლისი 2023 02:23
0
ოცნებობ?)))
Gio
18 ივლისი 2023 16:50
0
აბა, ჩავუჯექით სერიალებს, სახელწოდებით "ხვიჩას საგა".
გია
17 ივლისი 2023 11:06
15
არა გამორიცხული გაუშვას იმ ვაჭარმა, მომავალ წელს რა იქნება რა იცის? ოსიმენი თუ არ გაიყიდა, ხვიჩას გაყიდის, თუ რეალურია რასაც წერენ, 100 მილიონი ევროზე უკვე ნაპოლს კი არა გრანდები ვერ ინარჩუნებენ ფეხბურთელებს
გოგა
17 ივლისი 2023 21:38
1
ხვიჩა დარჩება "ნაპოლიში"... ესე სურთ დუდუს და დონ ვინჩენსოს.
tngh
17 ივლისი 2023 18:48
1
რეზო ფეხბურტის არაფელი გაგებება მაგიტოვარტ ტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტ
kaka
17 ივლისი 2023 17:58
2
ამ სეზონში არ გაყიდიან გამორიცხულია
გიო
18 ივლისი 2023 01:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული