"ეს სერია A არ არის, პრემიერლიგაში არაფერი გამოუვა" - რას წერენ "ნიუკასლის" ქომაგები "კვარაზე"

AutoSharing Option
გუშინ იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, "ნიუკასლმა" "ნაპოლის" ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 82 მილიონი ფუნტი (95 მილიონი ევრო) შესთავაზა, რაც "კაჭკაჭებისთვის" სარეკორდო სატრანსფერო თანხაა.

აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ნიუკასლის" ქომაგები ეხმაურებიან. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

"მისი სახით პრემიერლიგას მეორე ჯეიდონ სანჩო ეყოლება. უბრალოდ, ჩვენი გუნდის სტილს ვერ მოერგება".

"არ ვფიქრობ, რომ "ნაპოლი" მას დათმობს".

"კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ეს სერია A არ არის, პრემიერლიგაში არაფერი გამოუვა".

"ეს ბიჭი ოსიმენის გ
არეშე არაფერს წარმოადგენს".

"შესანიშნავი ფეხბურთელია".

"აურელიო დე ლაურენტისის შესახებ გსმენიათ? 82 მილიონად ხვიჩას არ გაყიდის".

"ნიუკასლის" ქომაგი ვარ, თუმცა ამ ინფორმაციის არ მჯერა".

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით 2022/23 წლების სეზონში ჯამში 39 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

altუკვე 100 მილიონი - "ნიუკასლი" კვარაცხელიას შესაძენად უკან დახევას არ აპირებს

alt"დარწმუნებული ვარ, ამ გადაწყვეტილებას ერთიც და მეორეც ნანობენ" - აჩი არველაძემ მიქაუტაძისა და კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 36 /
1) რაც უცხოური პოსტი ვნახე, ინგლისელების კომენტარებით კვარას გადასვლაზე - 95% ძაან გაუსწორდა, მაგრამ ბევრს არ ჯერა მაგ ამბის რეალურობის (170მლნ აქვთ ამ ზაფხულზე სუ გამოყოფილი და ა.შ
უარყოფითი ტექსტი აქ რო გაქვთ თითქოს ნახევარმა დაწერა, სულ 1-2 მსგავსი კომენტარი იყო.
2) ბევრად მირჩევნია იქ დარჩეს სადაც არი. (ყავთ იქ ვინგერები და 1 თვის წინაც უყიდიათ მარცხენა ვინგერი). აწყობილია ნაპოლიში და იქ რა და როგორ წავა ვინ იცის.

3) ეს ვითომ დაცინვით მობაზრე უსაქმურებო - იმდენჯერ თქვენ რა გითხარით, რამდენჯერაც ცხოვრებაში გითქვამთ რომ დაღლილი ხართ - და შვებულებები მოგდომებიან, გადაღლილი სამუშაო წლის შემდეგ. (ეჭვიც არ მეპარება, რომ როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურად მაგის მეათედი დაღლაც კი არ გინახავთ ცხოვრებაში).

არაა საჭირო არც გაფეტიშება ადამიანის. კვარას თამაშებს ვუყურებ ლოკომოტივში გადასვლის დღიდან (მთელი ცხოვრება ყველა ქართველს ვუყურებდი უცხოურ ლიგებში ვინც კი ცოტა ნორმ იყო) და ნაპოლიში ძალიან მაგრად მოუმატა წინა წლებთან შედარებით (წარმატებული ქმედებებით, მინიმალური დაკარგვებით და ნუ ბევრი სხვა რამ).

აცადეთ, ითამაშოს. არ მოგწონთ - გაიარეთ თქვენს გზაზე, არაა თქვენი ღვარძლიანი და დაბოღმილი (საკუთარ ცხოვრებაზეც) კომენტარები საჭირო. (თქვენ წარუმატებლობას სხვებს ნუ აბრალებთ ჯიგრებო, რასაც კვარას თხოვთ მაგის მეოცედი ენერგია, დრო და შრომისმოყვარეობა რო ჩადოთ თქვენს საქმეში დამიჯერეთ აღარ გეცლებათ სხვისი დაგესვლისთვის)
2
მინდა ჯგუფში ერთათ მოხვდეს ნაპოლი და ნიუკასლი და ამ ავყია კაჭკაჭებს აჩვენოს ხვიჩამ რა გამოუვა და როგორ, როგორც ეს ლივერპულს და აიაქსს(ოვერმარსი, რომ იძახდა კონტრშეტევის კაცია მარტოო.DDD) ანახა.
ეეე
11:57 17-07-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული