გიორგი ჩაკვეტაძის "მეცის" რიგებში გადასვლა, როგორც ჩანს, ჩაიშალა. "გენტის" ნახევარმცველის შესახებ ახლა რუსული Football Kulichki წერს და ამბობს, რომ ქართველი ფეხბურთელის შეძენა მოსკოვის "დინამოს" სურს, სადაც საბა საზონოვი და ლუკა გაგნიძე გამოდიან. გამოცემა აქვე გვთავაზობს კომენტარს, რომელიც "ჩაკვეს" აგენტს ეკუთვნის. ის ინტერესს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ გიორგი მოსკოვურ კლუბში არ გადავა და არჩევანს სხვა ვარიანტზე შეაჩერებს.
შეგახსენებთ, 23 წლის ჩაკვეტაძემ გასული სეზონი "სლოვანში" გაატარა, სადაც თავი 1 გოლითა და 4 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
Sport Business Mag: ბრილიანტი ჩაკვეტაძე შეიძლება "მეცისთვის" წყალობად იქცეს
"რაპიდი" გამოირიცხა - რა ვარიანტები რჩება ჩაკვეტაძეს?