ჩაკვეტაძე მოსკოვის "დინამოს" სურს - რუსული მედია წერს, აგენტი ადასტურებს...

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძის "მეცის" რიგებში გადასვლა, როგორც ჩანს, ჩაიშალა. "გენტის" ნახევარმცველის შესახებ ახლა რუსული Football Kulichki წერს და ამბობს, რომ ქართველი ფეხბურთელის შეძენა მოსკოვის "დინამოს" სურს, სადაც საბა საზონოვი და ლუკა გაგნიძე გამოდიან. გამოცემა აქვე გვთავაზობს კომენტარს, რომელიც "ჩაკვეს" აგენტს ეკუთვნის. ის ინტერესს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ გიორგი მოსკოვურ კლუბში არ გადავა და არჩევანს სხვა ვარიანტზე შეაჩერებს.

შეგახსენებთ, 23 წლის ჩაკვეტაძემ გასული სეზონი "სლოვანში" გაატარა, სადაც თავი 1 გოლითა და 4 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altSport Business Mag: ბრილიანტი ჩაკვეტაძე შეიძლება "მეცისთვის"

წყალობად იქცეს

alt"რაპიდი" გამოირიცხა - რა ვარიანტები რჩება ჩაკვეტაძეს?

მკითხველის კომენტარები / 41 /
სხვაგან თუ ვერ გადადის საქართველოში დაბრუნდეს. რუსეთში სასაფლაო გახდება მისთვის. მისი ფიზიკური მდგომარეობით შეიძლება ძირითადში ვერც მოიპოვოს ადგილი. იქ ვაისი არ დახვდება. ძირითადში არ ყოფნით ნაკრებში ადგლისაც დაკარგავს, ისეც ვერ ჯდება ძირითადში. ერთ ერთ დინამოში ჩამოსვლა უკეთესი მგონია მისთვის.
G.LA
17:10 17-07-2023
5
ჩაკვე დინამო ბათუმში უნდა წამოვიდეს ერთი სეზონით როგორც წიტაიშვილი წამოვიდა და მანამდე კვარაცხელია-დავითაშვილი. ეს ყოველმხრივ გამართლებული და ყველასთვის მომგებიანი გადაწყვეტილება იქნება.
ექნება მუდმივი სათამაშო დრო და ფიზიკურადაც მოძლიერდება.
ბათუმელი ექსპერტი
17:34 17-07-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული