"ნაპოლი" სეზონისწინა მზადების გავლას სრული გუნდით განაგრძობს. რუდი გარსიას ის ფეხბურთელებიც შეუერთდებიან, რომლებსაც უფრო მეტი დასვენების საშუალება მიეცათ. ცნობილია კიდევ ერთი, რიგით მესამე, ამხანაგური მატჩის შესახებ - ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები 2 აგვისტოს ესპანურ "ჟირონას" შეხვდებიან. მათი მატჩი გასულ ზაფხულსაც შედგა. თუკი აქამდე გუნდიდან ვიქტორ ოსიმენის წასვლა უფრო რეალურად გამოიყურებოდა, ბოლო პრესკონფერენციაზე ფრანგი მთავარი მწვრთნელის მხრიდან "კვარაზე" ნაკლებმა აქცენტმა გულშემატკივრები დააფიქრა, რომ იქნებ "ნიუკასლის" სარფიანი შეთავაზების ცდუნებას აურელიო დე ლაურენტისმა ვერ გაუძლოს და ქართველი გარემარბი ინგლისში ვიხილოთ.
ამასობაში, აქტიურად
იწერება იმაზე, რომ ნეაპოლურ კლუბში კიდევ ერთი ნიგერიელი შემტევი, 24 წლის სამუელ ჩუკვეზე გადავა. "ვილიარეალის" ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა 25 მილიონი ევროა. ის მარჯვენაფლანგელია და ეროვნულ ნაკრებში ვიქტორ ოსიმენთან თამაშის გამოცდილება აქვს. ბოლოს ერთად მათ სიერა ლეონეს წინააღმდეგ ითამაშეს, სადაც "ნაპოლის" "ცხრიანმა" დუბლი შეასრულა. ჩუკვეზეს დღევანდელი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი გოლი აქვს გატანილი, როცა მიუნხენის "ბაიერნის" კარი აიღო და "ყვითელი წყალქვეშა ნავი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა. სამუელმა ლოსანოსა და პოლიტანოს ადგილი წარმატებით უნდა დაიკავოს, თუმცა, თუკი კვარაცხელია "ნიუკასლში" გადავა (ამის რეალურობაზე არ ვიმსჯელებთ), ჩუკვეზეს შეუძლია, მარცხენა ფლანგზეც ითამაშოს. გარსიამ უკვე დააანონსა, რომ ამხანაგურ შეხვედრებში გუნდი 4-3-3 სისტემით ითამაშებს.
"
ნაპოლიდან" სავარაუდო წამსვლელების პროცენტული ალბათობა "ტრანსფერმარკეტის" მიხედვით:
კიმ მინ ჯე ("ბაიერნი", 82%);
ლობოტკა ("ალ აჰლი", 11%);
ზელინსკი ("ლაციო", 59%);
ლოსანო ("ლოს ანჯელესი", 15 %).
90 მილიონი ევრო ხვიჩას სანაცვლოდ - "ნიუკასლი" "ნაპოლის" შეთავაზებას უმზადებს
"ნაპოლი" სანახევროდ შეიკრიბა, ხვიჩა შვებულების დარჩენილ დღეებს პარიზში ატარებს - ორი ამხანაგურის მოლოდინში...