გამორჩეული გოჩოლეიშვილი და "შახტარის" წაგება "აიაქსთან"

AutoSharing Option
ნიდერლანდურ შეკრებაზე გიორგი გოჩოლეიშვილის "შახტარი" ახალი მწვრთნელის, პატრიკ ვან ლეუვენის ხელმძღვანელობით ემზადება და ამხანაგური მატჩები ჩაატარა - "ალკმაართან" (3:3), აეკ-თან (0:5), "დორდრეხტთან" (0:5) და დღეს "აიაქსთან" (0:3).

გოჩოლეიშვილი "აიაქსთან" შეხვედრაში მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 74-ე წუთზე შეცვალა. ua-football-ი აღნიშნავს, რომ ქართველი ძალიან აქტიური და გამორჩეული იყო და შეტევისთვის მუდმივად ნახულობდა თავისუფალ ზონებს.

სპარინგებში "მეშახტეების" წარუმატებელი თამაში გასაკვირი არ არის, რადგან გუნდს ძირითადი ბირთვი ახლახან შეუერთდა, რომლებმაც ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მიიღეს მონაწილეობა.

22 ივლისს "შახტარი" ბოლო საკონტროლო შეხვედრას "გენტთან" გამართავს,
29-ში კი უკრაინის პრემიერლიგის პირველ ტურში "მეტალისტ 1925"-ს კიევში დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თამაშს,გიორგის შეცვლამდე ვუყურე და საერთოდ ვერაფერი შექმნეს.განაცხადში,გიორგის გარდა,მხოლოდ ორი უცხოური გვარი იყო.შესვენების შემდეგ,აიაქსმა,მთელი გუნდი შეცვალა.
სოსო
19:50 18-07-2023
1
ამ ბიჩს ყველაფერი.გარდა სიდინჯისა.სავარაუდოტ ეგეც მოუვა გამოცდილებასთან ერთად!
NESTA:)))
22:59 18-07-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული