მიქაუტაძე, სავარაუდოდ, "მეცს" არ დატოვებს

AutoSharing Option
საქმეს ისეთი პირი უჩანს, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ამ ზაფხულს "მეცს" არ დატოვებს.

socios-fcmetz-ის ცნობით, "ბარნლის" ფრანგულმა კლუბმა მიქაუტაძის ტრანსფერზე 15-მილიონევროიან შეთავაზებაზე უარი უთხრა, მოლაპარაკება აღარ გაგრძელდება და გიორგი, დიდი ალბათობით, გუნდში დარჩება.

მიქაუტაძე "მეცთან" ერთად ახალი სეზონისთვის მომზადებას გააგრძელებს - გუნდი კიდევ 4 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს და 13 აგვისტოს, ლიგა 1-ის პირველ ტურში, სტუმრად "რენს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ძალიან კარგი, თუ არ დატოვებს. ერთი წელი "მეცთან" ერთად კიდევ უფრო გაძლიერდება და მერე უფრო დიდი მოთხოვნა იქნება მასზე.
კირკიტა
21:40 18-07-2023
0
მეცში ულაპარაკო ლიდერია და ერთი წელი ლიგა ერთში თამაში მისი ერთერთი გუნდის ლიდერად ცუდი ვარიანტი სულაც არ არის. საფრანგეთის პირველი ლიგა სკაუტებისათვის ყველაზე საინტერესო ადგილია,ყოველ წელს მიყავთ მაქედან ფეხბურთელები ევროპის საუკეთესო გუნდებს. მთავარია პროგრესი განაგრძოს და ბარნლი სანანებლად ნამდვილად არ გაუხდება!
არტ
08:06 19-07-2023
0

სიახლეები პოპულარული