"ბაიერნი" პარკაძეს სათამაშო პრაქტიკის მისაღებად იჯარით ავსტრიულ გუნდში გაუშვებს

AutoSharing Option
ავსტრიული laola1 იტყობინება, რომ "ბაიერნის" 18 წლის ნახევარმცველი ლუკა პარკაძე, ალბათ, კარიერას ვენის "ადმირაში" გააგრძელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ პარკაძე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელია; "ადმირა" კარგა ხანი სატრანსფერო ბაზარზე არ აქტიურობდა. ახლა, როგორც ჩანს, შემტევი ნახევარმცველით გაძლიერდება, რომელსაც მიუნხენური კლუბისგან იჯარით აიყვანს და მან "ვალდჰოფში" გადასული ანჯელო გატერმაიერი უნდა შეცვალოს, რომლის წასვლა მტკივნეული იყო. ინფორმაცია გუნდის მწვრთნელმა ტომას პრატლმა დაადასტურა.

"ადმირა" ავსტრიის ერთ-ერთი ტიტულოვანი კლუბია, ამჟამად კარგი დროება არ უდგას, პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნებისთვის იბრძოლებს, ლუკასთვის კი ახალ გუნდში თამაში კარგი გამოცდილება
იქნება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ისე ცოტა უკეთესი კლუბის მოძებნაც შეიძლებოდა...მაგრამ მცირეხნით შეიძლება, ისე აბუაშვილიც რომ ასე გაეშვათ მცირეხნით პორტოდან კარგი იქნებოდა 2 წელია უქმად ზის პორტუგალიაში...
Givi
10:27 19-07-2023
0
რას ელოდით ? დინამოდან გაუშვეს პრაკტიკისთვის გაგრაში, იქაც ვერ თამაშობდა! რადონეზეც იმყოფება იმდონის გუნდში გაუშვეს
beqa
16:46 19-07-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული