ზივზივაძე დღეს "ლივერპულთან" არ ითამაშებს და გეზი სამხრეთ კორეისკენ აქვს აღებული

AutoSharing Option
ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუე" დღეს ამხანაგურ შეხვედრაში "ლივერპულს" დაუპირისპირდება, თუმცა ქართველი ფეხბურთელი თავისი გუნდის განაცხადში არაა.

მიზეზი მარტივია, ჩვენებური ტრანსფერზეა დაყენებული და რეალური მსურველიც ჰყავს.

29 წლის ფორვარდის სამსახურით სამხრეთ კორეის "ჩონბუკია" დაინტერესებული, რომელიც მიმდინარე K ლიგაში 24 ტურის შემდეგ მე-4 ადგილზე იმყოფება.

მოგეხსენებათ, ეს ის კლუბია, სადაც შარშან თორნიკე ოქრიაშვილი უნდა გადასულიყო. რაც შეეხება ზივზივაძეს, ის ზამთარში მივიდა "კარლსრუეში", 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ვაკო ყაზაიშვილი და ბექა მიქელთაძეც ასპარეზობენ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
არ მომწონს, ეს ამბავი!
სოსო
15:27 19-07-2023
1
მგონი ნაკრებისთვის დაკარგულია. გადავერთოდ გაგუაზე.
ეეე
15:46 19-07-2023
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული