"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში

AutoSharing Option
Youtub-ზე, Belive-ის არხზე, გადაცემა "გუგასთან" სტუმარი სპორტული ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე გახლდათ, რომელმაც "ბაიერნში" გიორგი ჩაკვეტაძის ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა.

მაშინ ის "დინამოს" პრეზიდენტის, რომან ფიფიას მრჩეველი გახლდათ და როგორც ირკვევა, მიუნხენური გრანდის წარმომადგენელთან მოლაპარაკებას თავად აწარმოებდა.

"რეკორდმაისტერს" ჩვენებურის დამატება ძალიან უნდოდა, თუმცა ჩაკვეტაძის ოჯახმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო და ფეხბურთელმაც კარიერა "გენტში" გააგრძელა.

"თავის დროზე ჩაკვეტაძის დამატება, რომელიც "დინამოში" თამაშობდა და შემდეგ 1 წელი ნაკრებში გვათრია, "ბაიერნს" სურდა და ამ მოლაპარაკებებს მე ვაწარმოებდი.

ეს სრულიად კონფიდენციალური იყო. თბილისში ჩამოსული გახლდათ მიუნხენელთა სპორტული მიმართულების
ხელმძღვანელი, რომელსაც "რედისონ ბლუში" შევხვდი. ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვენს ქვეყანაში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მიდის.

მაშინ "რეკორდმაისტერის" მწვრთნელი კარლო ანჩელოტი იყო. ამ კაცმა მითხრა, რომ ანჩელოტიმ და კარლ-ჰაინც რუმენიგემ (მაშინ "ბაიერნის" აღმასრულებელი დირექტორი) ერთად უყურეს ჩაკვეტაძის თამაშს და მე გამომგზავნეს, რათა ეს ტრანსფერი მოვაგვაროო.

მოხდა ისე, რომ საბოლოოდ გიორგი "გენტში" წავიდა და საბოლოოდ, ეს დიდი შეცდომა იყო. რატომ მოხდა ასე? - გეტყვით.

მაგ დროს ჩაკვეტაძე ჯერ არ იყო 18 წლის და თვითონ ის ვერ მოაწერდა კონტრაქტზე ხელს და ეს მამამისს უნდა გაეკეთებინა. ამ თბილისში ჩამოსულ "ბაიერნის" წარმომადგენელს რომ ველაპარაკებოდი, კონტრაქტი დამიდო, სადაც ეწერა, რომ რამდენჯერაც გიორგის მიუნხენურ გრანდში ყოფნის პერიოდში "რეკორდმაისტერი" ბუნდესლიგას მოიგებდა, იმდენ 300 000 ევროს მიიღებდა თბილისის "დინამო".

რამდენჯერაც "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა, ზუსტად აღარ მახსოვს, 500 000 თუ 800 000 გვთავაზობდნენ... და მერე, ვთქვათ, 10 ჩატარებულ თამაშზე ბონუსი, 20-ზე, 50-ზე და ა.შ... ასევე, ფეხბურთელის შემდეგი გაყიდვიდან 20% ან 25% გვაძლევდნენ, ესეც არ მახსოვს ზუსტად.

მე 50% მოვითხოვე, მაგრამ ამიხსნეს, რომ ასე ევროპაში არ ხდებაო და 20%-ზე მეტს არავინ ჩაგიწერსო. შემდეგ ვუთხარი, რომ ვთქვათ, 20%-ს გვაძლევთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფეხბურთელი შემდეგში 100 მილიონი გახდება და რა გარიანტია მაქვს იმის, რომ თქვენ, ვთქვათ, "რეალს" მიჰყიდით ჩაკვეტაძეს ამ თანხად? - თუ ეს არ გააკეთეთ, გამოდის, რომ თანხას მიკარგავთ.

ამ პიროვნებამ შემდეგ რუმენიგეს დაურეკა და გასაუბრებამდე მკითხა, იცი, ვინ არის კარლ-ჰაინც რუმენიგეო? - მასზე ისეთი რაღაცები მოვუყევი, რომ თავად ლეგენდარული გერმანელიც გაკვირვებული დარჩა.

როგორც ჩანს, ჩემი მონაყოლი ამ სპორტული მიმართულების ხელმძღვანელმა რუმენიგეს გადასცა, მან კი უთხრა, რომ ჩემთან გასაუბრება უნდოდა.

სიმართლე გითხრათ, იმით, რომ ჩაკვეტაძის "ბაიერნში" ტრანსფერი არ შედგა, ორმაგად გულდაწყვეტილი ვარ, რადგან რუმენიგემ მითხრა, თუ გიორგი ჩვენთან წამოვა და ეს გარიგება დაიდება, პირობას გაძლევ, პირად შენ გჩუქნი 2-კაციან საგზურს "ალიანს არენაზეო" და როცა მიუნხენში იქნები, იმ ლოჟაში, სადაც მე ვარო, თანხმლებ პირთან ერთად დაესწრები "ბაიერნის" ნებისმიერ თამაშსო.

შემდეგ ტელეფონი ისევ თბილისში ჩამოსულ "რეკორდმაისტერის" წარმომადგენელს გადავეცი და რუმენიგემ უთხრა, მართალს გეუბნებაო და შემდეგ კონტრაქტში ჩადეს ასეთი პუნქტი - ყოველ ახალ შრომით ხელშეკრულებაზე, რასაც ჩაკვეტაძე "ბაიერთან" გააფორმებდა, "დინამო" 2 მილიონ ევროს მიიღებდა.

ანუ, ვთქვათ, 3 წელი კიდევ ჰქონდა გიორგის კონტრაქტი, მაგ 3 წლის ამოწურვამდეც რომ გაეგრძელებინა, ჩვენ მაშინაც 2 მილიონს კიდევ ვიღებდით.

რა მოხდა და რატომ არ შედგა ტრანსფერი? - მამამისმა, არ ვიცი კონსულტანტებთან თუ ვისთან საუბრის მერე ჩათვალა, რომ "ბაიერნში" წასვლით ჩემი შვილი ვერ გაიზრდება და ამას "გენტში" უფრო მოახერხებსო.

"ბაიერნის" წარმომადგენელს ვუთხარი, განათხოვრებას ხომ არ აპირებთ-მეთქი... ჩვენი განათხოვრებული ფეხბურთელი სად გინახავთ, "სიტი" და "ჩელსი" კი არა ვართო... 25-კაციან გუნდში აჰყავდათ.

მე ვუთხარი მამამისს, "ბაიერნში" თუ მოხვდები, იმის იქით ზრდა რაღა არის? მიუნხენში 4 წელი რომ არ ათამაშო, "გენტი" მაინც აიყვანს-მეთქი.

მე იქ კიდევ ისეთ პრობლემებს წავაწყდი, მივხვდი, რომ რაღაც-რაღაც პრობლემების გადალახვაა საჭირო, რათა ქართული ფეხბურთი გაცილებით უკეთეს სიმაღლეზე იყოს", - თქვა სალუქვაძემ.

სტატია მომზადებულია Belive-ის Youtube არხის გადაცემიდან "გუგასთან" მიხედვით.
მკითხველის კომენტარები / 56 /
ჩაკვე ვოტფორდშ გადავიდა ახალი ამბავია !! აეეეეეეეეეე გილოცავთთთთ
ilar10N YouTube
21 ივლისი 2023 13:34
2
იუთუბში მოიძიეთ, დილეტანტიზმი -რამაზ ჩხიკვაძე და ყველაფერს მიხვდებით…
დილეტანტები ყველგან, ბავშვთა მწვრთნელებიდან დაწყებული ვითომ აგენტებად დამთავრებული…
მოლაპარაკებები ხელოვნებაა და მას ცოდნა და უნარი სჭირდება. ფულზე დახამებული მრჩეველები კი რომლებიც მხოლოდ დღევანდელ დღეზე ფიქრობენ და სულ არ ანაღვლებთ რა იქნება ხვალ, რა უკუ შედეგს მოიტანს რადგან ვერ სჭვრეტავენ ამდენს, უცოდინარობით სწორი ანალიზის გაკეთება არ შეუძლიათ…
ჯაკობიასგან ჯუღელი თქვენ გგონიათ დიდად განსხვავდება ? არ დაწყებულიყო ომი და სად იქნებოდა ჩვენი ხვიჩა ღმერთმა უწყის… ბევრს რომ ყოყოჩობს და თავი სუპერაგენტი რომ ჰგონია 1-2 სიტყვას რომ ვერ აბავს გამართულად.
მოკლედ, იმედი ბოლო კვდება და მე მაინც მჯერა რომ ჩაკვე ფსიქოლოგიურად დაძლევს ბარიერებს და დაგვიბრუნდება ჩვენი ვარსკვლავ-ბიჭუნა უფრო მაღალ დონეზე ვიდრე აქამდე იყო!
გგ
21 ივლისი 2023 13:10
6
შენ ხო წერ სამაგიეროდ თავანკარა ქართულით? "სჭვრეტავენ" "აბავს"
gio
21 ივლისი 2023 13:58
13
სად დაინახეთ ხალხნო ამის ამ სიტუაციიდან ფეხბურთელის ინტერესი??? საერთოდ უკანა კი არა და რომელ პლანზეა ვერ გაიგებ, ფინანსებზეა ლაპარაკი და დარწმუნებული ვარ ასეც იქნებოდა, ანუ მთავარი დიალოგის არსი: ფინანსური მხარე, იმიტომაცაა რაცააა
გ.შ.
21 ივლისი 2023 13:06
6
მე ვერაფერს ვიტყვი ლევან სალუქვაძის განცხადებაზე, და იმაზე რა ახსოვს ზუსტად რა არა მაგრამ, რაც შეეხება ბაიერნის განათხოვრებულ ფეხბურთელს,ბაიერნმა სულ ახლახანს ლუკა პარკაძე გაანათხოვრა ავსტრიის მეორე ბუნდესლიგაში თუ არ ვცდები.
გიორგი
21 ივლისი 2023 13:01
5
სალუქვაძეს ქეცბაიას მიმართებაში არ ვეთანხმები არასდროს და მაგარი აცდენილია მაგ თემაში და ჯიუტობს ტყულად, ამ ინტრრვიუში ისიც თქვა რომ არაა ბედნიერი იმ ამბით რომ ასეთი აურზაური გამოიწვია მისმა კრიტიკამ./ რაც შეეხება ჩქჯვეტაძეს ვინც სრული გადაცემა ნახა, იქ არაფერი ბოღმა და ღვარძლი არ იგრძნობოდა, ჩაკვეს მიმართ, რაც მართალია მართალია! და ეგ ფული თავის ჯიბისთვის კი არ მიქონდა, დინამოს სახელით აწარმოებდა მოლაპარაკებას და რქც ხეირი იქნებოდა ფინანსური ისევ თბ.დინქმოს ბიუჯეტზე აისახებოდა./ წაკითხულს ყოველთვის მონასმენი ჯობია,/ აქ დანანებით და გულდაწყცეტით საუბრობს და არა ნიშნისმოგებით.
Vasili
21 ივლისი 2023 12:59
1
ბაიერნი რო გეპატიჟება, უცბათ გენტში გადახვალ სათამაშო პრაკტიკის გამო რო ბაიერნში გადახვიდე:))))) უცნაურია
beqa
21 ივლისი 2023 12:45
0
აი, თურმე რატომ გააკეთა ისეთი ღვარძლიანი განცხადება თავის დროზე სალუქვაძემ, როცა ჩაკვემ ტრავმა მიიღო: ეს ალბათ ისევე სადმე საქართველოს ჩემპიონატში მოუწევს კარიერის გაგრძელებაო, როგორც არაერთხელ გვინახავსო, არადა სულ ახალი მიღებული გქონდა ტრავმა და ცოტა უცნაურად და გაუგებრად ჟღერდა ასეთი განცხადება, ეს რა ბოღმა ტიპი ყოფილა, ვერც გაიხარა იმის მერე ჩაკვემ, ეს კიდევ გულს იფხანს ალბათ ახლაც. თურმე რა ფული დაუკარგავს ტიპს და რაზე ყოფილა გაბერილი. მიდი ჩაკვე, მარტო ამის ჯიბრზე უნდა ითამაშო დიდი ფეხბურთი.
ბმბ
21 ივლისი 2023 12:43
14
ადმინ, რეებს ჩალიჩობთ? სად გააქრეთ 2 კომენტარი, რომელიც გამოხმაურებად იდო? აქედან ხომ ვერ წაშლის ჩვეულებრივი მომხმარებელი საკუთარ კომენტარს.
???
21 ივლისი 2023 21:03
0
შეცდომაა: მერე მათი სამწდიცინო სტაფი პირველი როა არც კი გცოდნია. სწორია: მერე მათი სამედიცინო სტაფი პირველი რომ არის, არც ეს გცოდნია. მექანიკურ შეცდომას შევეშვათ. ასეთი ერუდირებული ჟურნალისტები რომ გვყავს, იმიტომაც არის საქმე კარგად. ყველას რა თქმა უნდა არ ეხება, მაგრამ უმრავლესობამ ელემენტარული გრამატიკა არ იცის.
ა, ძმაო, შანიძე ვინაა ამასთან?!
21 ივლისი 2023 15:57
1
ყველა გამოხმაურება
რაღაცეებს არამბობს ბოლომდე, აგენტმა შეაცდინა და ფული აქვთ აღებული, ფიფიასაც გენტი უფრო აწყობდა ლევად აიღებდა ფულის ნაწილს რასაც ბაირნს ვერ გაუბედავდა. გერმანელები გაოცდნენ გენტში იმიტო მიდიხარ ბაიერნში რო მოხვედეო
giga
21 ივლისი 2023 12:31
3
აქ რომ წერთ ზღაპრებიო და იტყუებაო....
აი რატო უნდა მოიგონოს ამხელა ტყული?
მამის უარი მე მგონია უფრო ფინანსური თემა იქნებოდა რაც კატასტროფული შედეგით დამთავრდა.
უდიდესი ტალანტია და პიროვნულადაც მგონია კაი ტიპია,მაგრამ რა ფეხბურთიც მისი მონაცემებით უნდა ეთამაშა,სამწუხაროდ ვეღარ ითამაშებს ალბათ...
ნეტა ვცდებოდე...
Lobotka
21 ივლისი 2023 12:22
3
სამწუხაროდ მეც ასე ვფიქრობ რა თასმამდეც უნდა ასულიყო ვერასოდეს ავა.პირველ რიგში და მთავარი რაც გენტმა უქნა იმას არ უზამდნენ ბაიერნში,ოდნავი საშიშროებაზეც მკურნალობას დაუწყებდნენ.ახლა კი პრაშჩაი ბავარია და მაგნაირი გრანდები.ყველამ იხეირა გიორგის გარდა.მაგარი ტალანტი დაიკარგა
მმმ
21 ივლისი 2023 12:57
3
თუ რამე უკეთებია სალუქვაძეს ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა, ჩაკვეტაძეს ბაიერნში გზავნიდა, დინამოს ფულს აშოვნინებდა, თვითონ ალიანს არენაზე ლოჟაში რუმენიგეს გვერდით და დეტალები არ ახსოვს.თურმე... 20 თუ 25 პროცენტი... 500 ათასი თუ რაღაც სხვა... გგონიათ მართლა არ ახსოვს?!... არ მწამს ასეთი არა გულწრფელი და წატრიპაჩო ტიპების... რაც თვითონაა ისე გამოვიდა ეს საქმეც... ამიხსნეს, რომ 50 პროცენტს არავინ მოგცემთ ევროპაშიო.. კაცი ტრანსფერზე მოლაპარაკებას აწარმოებდა და ის არ იცოდა რომ მაქსიმუმ 30 პროცენტი იწერება ამ დროს კონტრაქტში... ჩაკვეტაძის მამას ეს კი არა, ვინმე ავტორიტეტი უნდა დალაპარაკებოდა... ის გერმანელები თუ ასე იყვნენ დაინტერესებული ჩაკვეტაძით, ამის გარდა რამე სხვა კანალი ვერ მონახეს?!..ეს კიდე ოჯახს აბრალებს... ოჯახის კი არა და არაპროფესიონალიზმის ბრალია... როცა კაცს თავის ადგილი არ უკავია ცხოვრებაში.
ქუთაისი
21 ივლისი 2023 12:10
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული