"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში

AutoSharing Option
Youtub-ზე, Belive-ის არხზე, გადაცემა "გუგასთან" სტუმარი სპორტული ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე გახლდათ, რომელმაც "ბაიერნში" გიორგი ჩაკვეტაძის ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა.

მაშინ ის "დინამოს" პრეზიდენტის, რომან ფიფიას მრჩეველი გახლდათ და როგორც ირკვევა, მიუნხენური გრანდის წარმომადგენელთან მოლაპარაკებას თავად აწარმოებდა.

"რეკორდმაისტერს" ჩვენებურის დამატება ძალიან უნდოდა, თუმცა ჩაკვეტაძის ოჯახმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო და ფეხბურთელმაც კარიერა "გენტში" გააგრძელა.

"თავის დროზე ჩაკვეტაძის დამატება, რომელიც "დინამოში" თამაშობდა და შემდეგ 1 წელი ნაკრებში გვათრია, "ბაიერნს" სურდა და ამ მოლაპარაკებებს მე ვაწარმოებდი.

ეს სრულიად კონფიდენციალური იყო. თბილისში ჩამოსული გახლდათ მიუნხენელთა სპორტული მიმართულების
ხელმძღვანელი, რომელსაც "რედისონ ბლუში" შევხვდი. ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვენს ქვეყანაში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მიდის.

მაშინ "რეკორდმაისტერის" მწვრთნელი კარლო ანჩელოტი იყო. ამ კაცმა მითხრა, რომ ანჩელოტიმ და კარლ-ჰაინც რუმენიგემ (მაშინ "ბაიერნის" აღმასრულებელი დირექტორი) ერთად უყურეს ჩაკვეტაძის თამაშს და მე გამომგზავნეს, რათა ეს ტრანსფერი მოვაგვაროო.

მოხდა ისე, რომ საბოლოოდ გიორგი "გენტში" წავიდა და საბოლოოდ, ეს დიდი შეცდომა იყო. რატომ მოხდა ასე? - გეტყვით.

მაგ დროს ჩაკვეტაძე ჯერ არ იყო 18 წლის და თვითონ ის ვერ მოაწერდა კონტრაქტზე ხელს და ეს მამამისს უნდა გაეკეთებინა. ამ თბილისში ჩამოსულ "ბაიერნის" წარმომადგენელს რომ ველაპარაკებოდი, კონტრაქტი დამიდო, სადაც ეწერა, რომ რამდენჯერაც გიორგის მიუნხენურ გრანდში ყოფნის პერიოდში "რეკორდმაისტერი" ბუნდესლიგას მოიგებდა, იმდენ 300 000 ევროს მიიღებდა თბილისის "დინამო".

რამდენჯერაც "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა, ზუსტად აღარ მახსოვს, 500 000 თუ 800 000 გვთავაზობდნენ... და მერე, ვთქვათ, 10 ჩატარებულ თამაშზე ბონუსი, 20-ზე, 50-ზე და ა.შ... ასევე, ფეხბურთელის შემდეგი გაყიდვიდან 20% ან 25% გვაძლევდნენ, ესეც არ მახსოვს ზუსტად.

მე 50% მოვითხოვე, მაგრამ ამიხსნეს, რომ ასე ევროპაში არ ხდებაო და 20%-ზე მეტს არავინ ჩაგიწერსო. შემდეგ ვუთხარი, რომ ვთქვათ, 20%-ს გვაძლევთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფეხბურთელი შემდეგში 100 მილიონი გახდება და რა გარიანტია მაქვს იმის, რომ თქვენ, ვთქვათ, "რეალს" მიჰყიდით ჩაკვეტაძეს ამ თანხად? - თუ ეს არ გააკეთეთ, გამოდის, რომ თანხას მიკარგავთ.

ამ პიროვნებამ შემდეგ რუმენიგეს დაურეკა და გასაუბრებამდე მკითხა, იცი, ვინ არის კარლ-ჰაინც რუმენიგეო? - მასზე ისეთი რაღაცები მოვუყევი, რომ თავად ლეგენდარული გერმანელიც გაკვირვებული დარჩა.

როგორც ჩანს, ჩემი მონაყოლი ამ სპორტული მიმართულების ხელმძღვანელმა რუმენიგეს გადასცა, მან კი უთხრა, რომ ჩემთან გასაუბრება უნდოდა.

სიმართლე გითხრათ, იმით, რომ ჩაკვეტაძის "ბაიერნში" ტრანსფერი არ შედგა, ორმაგად გულდაწყვეტილი ვარ, რადგან რუმენიგემ მითხრა, თუ გიორგი ჩვენთან წამოვა და ეს გარიგება დაიდება, პირობას გაძლევ, პირად შენ გჩუქნი 2-კაციან საგზურს "ალიანს არენაზეო" და როცა მიუნხენში იქნები, იმ ლოჟაში, სადაც მე ვარო, თანხმლებ პირთან ერთად დაესწრები "ბაიერნის" ნებისმიერ თამაშსო.

შემდეგ ტელეფონი ისევ თბილისში ჩამოსულ "რეკორდმაისტერის" წარმომადგენელს გადავეცი და რუმენიგემ უთხრა, მართალს გეუბნებაო და შემდეგ კონტრაქტში ჩადეს ასეთი პუნქტი - ყოველ ახალ შრომით ხელშეკრულებაზე, რასაც ჩაკვეტაძე "ბაიერთან" გააფორმებდა, "დინამო" 2 მილიონ ევროს მიიღებდა.

ანუ, ვთქვათ, 3 წელი კიდევ ჰქონდა გიორგის კონტრაქტი, მაგ 3 წლის ამოწურვამდეც რომ გაეგრძელებინა, ჩვენ მაშინაც 2 მილიონს კიდევ ვიღებდით.

რა მოხდა და რატომ არ შედგა ტრანსფერი? - მამამისმა, არ ვიცი კონსულტანტებთან თუ ვისთან საუბრის მერე ჩათვალა, რომ "ბაიერნში" წასვლით ჩემი შვილი ვერ გაიზრდება და ამას "გენტში" უფრო მოახერხებსო.

"ბაიერნის" წარმომადგენელს ვუთხარი, განათხოვრებას ხომ არ აპირებთ-მეთქი... ჩვენი განათხოვრებული ფეხბურთელი სად გინახავთ, "სიტი" და "ჩელსი" კი არა ვართო... 25-კაციან გუნდში აჰყავდათ.

მე ვუთხარი მამამისს, "ბაიერნში" თუ მოხვდები, იმის იქით ზრდა რაღა არის? მიუნხენში 4 წელი რომ არ ათამაშო, "გენტი" მაინც აიყვანს-მეთქი.

მე იქ კიდევ ისეთ პრობლემებს წავაწყდი, მივხვდი, რომ რაღაც-რაღაც პრობლემების გადალახვაა საჭირო, რათა ქართული ფეხბურთი გაცილებით უკეთეს სიმაღლეზე იყოს", - თქვა სალუქვაძემ.

სტატია მომზადებულია Belive-ის Youtube არხის გადაცემიდან "გუგასთან" მიხედვით.
მკითხველის კომენტარები / 56 /
რაღაც ბოდვას უფრო გავს, დავიჯერო ისეთი სულელია მამამისი ბაიერნს და გენტს შორის სხვაობას ვერ ამჩნევს? თუ თავისი შვილის მტერია? რა ვიცი, რა ვიცი. ისე სად გინახავთ დინამოდან პირდაპირ დიდ გუნდში გადასული ფეხბურთელი? ეს ერთი შანსი იყო და ისიც თურმე მამამ ჩაშალა, ეს ზღაპრები თქვენნაირებს მოუყევით. დინამოში და საერთოდ ქართულ ფეხბურთში რაც ხდება ეს კიდევ სხვა თემაა...
ელგუჯა
21 ივლისი 2023 12:03
11
ისეთ აზრებს აფრქვევთ და აკრიტიკებთ მშობლებს ვითომ ბაიერნში დაზღვეული იქნებოდა ტრავმებისგან. გენტში მისი პრობლემები გაუთავებელი ტრავმების და შესაბამისად ფსიქოლიგიური ჩავარდნის შემდეგ დაიწყო თორე არავის ძალით არავის გაუფუჭებია მისი კარიერა. თავიდანვე ნდობა გამოუცხადეს და ძირითადში ჩასვეს. იმ მომენტისთვის სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან გენტი კარგი ტრამპლინი იქნებოდა, რომ არა ტრავმები. სალუქვაძის ინტერვიუდან ის გამოჩნდა, რომ საერთოდ არ აინტერესებდათ ფეხბურთელის ინტერესების და მხოლოდ დინამოს მისაღებ მოგებაზე მიდიოდა ლაპარაკი. ან ეს სისულელე რამ ათქმევინა 4 წელი რომც არ ათამაშონ გენტი მაინც წაიყვანსო.
ალბათ გენტმა ძირითადის გარანტია მისცა მშობლებს და ამიტომაც არჩიეს ეს ვარიანტი. არამგონია 18 წელს მიუღწეველი ჩაკვეტაძე ვინმეს ბაიერნში ეთამაშებინა. გრანდში გადასვლა საერთოდ არ ნიშნავს წარმატებულ კარიერას. ათეულობით პერსპექტიული ახალგაზრდა გვინახავს გრანდებს, რომ გაუფუჭებიათ და დაკარგულან.
H
21 ივლისი 2023 11:57
17
იყო და არა იყო რა....
გელა2
21 ივლისი 2023 11:52
5
საღოლ მშობელო, საშვილიშვილო "საქმე" კი გაგიკეთებია საკუთარი შვილისთვის!
ლაშა
21 ივლისი 2023 11:31
3
ჩამოიყვანონ გიორგი საქართველოში და ტორპედოში ათამაშონ.კარგი მწვრთვნელი ყავს ტორპედოს და აათამაშებს. არაბიძე გიგაური შერგელაშვილი ჩაკვეტაძე აკბარი მაგარი ნახევარდაცვა შეიქმნება.არაბიძემ კინის ხელში მაგრად მოუმატა და ეს კიდე დასაწყისია
ტაჰამატა
21 ივლისი 2023 11:27
3
სალუქვაძე ჩარჩიხსრ და მატყუარა
დათო
21 ივლისი 2023 11:13
26
გაცილებით ჭკვიანები აღმოჩნდნენ კვარაცხელიას მშობლები!
ამ ბიჭს მემგონი საკუთარი თავის არ სჯერა ისე ეტყობა სიფათზე და რავიცი, ალბათ ამიტომ გვიჭირს ჩვენ მისი დაჯერება მისი შემდგომი ზრდა-განვითარების.
ღმერთმა ქნას ვცდებოდე...
ლაშა
21 ივლისი 2023 11:07
5
შენ რუსეთის შტიკი ხარ სხვას რას იტყვი . არავითარი. ჯერ ერთი ჯუღელმა ჩაიყვანა ხვიჩა რუსეთში. ჯუღელს ენდობოდა უბრალოდ ხვიჩას მამა და იმან დაიყოლიათ. კინაღამ დაღუპეს იქ
ძლივს გადარჩა რუსეთში დალპობას. უკრაინის ომი რომ არა ისევ იქ იქნებოდა ძლივს გამოაღწია რუსეთიდან
Stf
22 ივლისი 2023 07:36
3
ქართული სიხარბე.
საინტერესოა, ახლა რას ფიქრობს მამამისი.
ბაირნზე მაღლა რაღა იყო ან არის. დაუღუპია ბიჭი...
₾ადო
21 ივლისი 2023 11:05
3
თავისიანებს დაუღუპიათ ეს ბიჭი და რა გინდა რო ქნა აჰა))გადასულიყო მანდ და ეხლა იქნებოდა ხვიჩაზე მაღალი დონის!ბაიერნში ის სწორად განვითარდებოდა და ასეთ ტრავმებს არც მიიღებდა….ის კონსულტანტი დამაჭერინა ვინც მამამისს ბაიერნზე უარი ათქმევინა და გენტი აარჩევინა…
შახრუდინი
21 ივლისი 2023 11:03
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული