"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში

AutoSharing Option
Youtub-ზე, Belive-ის არხზე, გადაცემა "გუგასთან" სტუმარი სპორტული ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე გახლდათ, რომელმაც "ბაიერნში" გიორგი ჩაკვეტაძის ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა.

მაშინ ის "დინამოს" პრეზიდენტის, რომან ფიფიას მრჩეველი გახლდათ და როგორც ირკვევა, მიუნხენური გრანდის წარმომადგენელთან მოლაპარაკებას თავად აწარმოებდა.

"რეკორდმაისტერს" ჩვენებურის დამატება ძალიან უნდოდა, თუმცა ჩაკვეტაძის ოჯახმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო და ფეხბურთელმაც კარიერა "გენტში" გააგრძელა.

"თავის დროზე ჩაკვეტაძის დამატება, რომელიც "დინამოში" თამაშობდა და შემდეგ 1 წელი ნაკრებში გვათრია, "ბაიერნს" სურდა და ამ მოლაპარაკებებს მე ვაწარმოებდი.

ეს სრულიად კონფიდენციალური იყო. თბილისში ჩამოსული გახლდათ მიუნხენელთა სპორტული მიმართულების
ხელმძღვანელი, რომელსაც "რედისონ ბლუში" შევხვდი. ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვენს ქვეყანაში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მიდის.

მაშინ "რეკორდმაისტერის" მწვრთნელი კარლო ანჩელოტი იყო. ამ კაცმა მითხრა, რომ ანჩელოტიმ და კარლ-ჰაინც რუმენიგემ (მაშინ "ბაიერნის" აღმასრულებელი დირექტორი) ერთად უყურეს ჩაკვეტაძის თამაშს და მე გამომგზავნეს, რათა ეს ტრანსფერი მოვაგვაროო.

მოხდა ისე, რომ საბოლოოდ გიორგი "გენტში" წავიდა და საბოლოოდ, ეს დიდი შეცდომა იყო. რატომ მოხდა ასე? - გეტყვით.

მაგ დროს ჩაკვეტაძე ჯერ არ იყო 18 წლის და თვითონ ის ვერ მოაწერდა კონტრაქტზე ხელს და ეს მამამისს უნდა გაეკეთებინა. ამ თბილისში ჩამოსულ "ბაიერნის" წარმომადგენელს რომ ველაპარაკებოდი, კონტრაქტი დამიდო, სადაც ეწერა, რომ რამდენჯერაც გიორგის მიუნხენურ გრანდში ყოფნის პერიოდში "რეკორდმაისტერი" ბუნდესლიგას მოიგებდა, იმდენ 300 000 ევროს მიიღებდა თბილისის "დინამო".

რამდენჯერაც "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა, ზუსტად აღარ მახსოვს, 500 000 თუ 800 000 გვთავაზობდნენ... და მერე, ვთქვათ, 10 ჩატარებულ თამაშზე ბონუსი, 20-ზე, 50-ზე და ა.შ... ასევე, ფეხბურთელის შემდეგი გაყიდვიდან 20% ან 25% გვაძლევდნენ, ესეც არ მახსოვს ზუსტად.

მე 50% მოვითხოვე, მაგრამ ამიხსნეს, რომ ასე ევროპაში არ ხდებაო და 20%-ზე მეტს არავინ ჩაგიწერსო. შემდეგ ვუთხარი, რომ ვთქვათ, 20%-ს გვაძლევთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფეხბურთელი შემდეგში 100 მილიონი გახდება და რა გარიანტია მაქვს იმის, რომ თქვენ, ვთქვათ, "რეალს" მიჰყიდით ჩაკვეტაძეს ამ თანხად? - თუ ეს არ გააკეთეთ, გამოდის, რომ თანხას მიკარგავთ.

ამ პიროვნებამ შემდეგ რუმენიგეს დაურეკა და გასაუბრებამდე მკითხა, იცი, ვინ არის კარლ-ჰაინც რუმენიგეო? - მასზე ისეთი რაღაცები მოვუყევი, რომ თავად ლეგენდარული გერმანელიც გაკვირვებული დარჩა.

როგორც ჩანს, ჩემი მონაყოლი ამ სპორტული მიმართულების ხელმძღვანელმა რუმენიგეს გადასცა, მან კი უთხრა, რომ ჩემთან გასაუბრება უნდოდა.

სიმართლე გითხრათ, იმით, რომ ჩაკვეტაძის "ბაიერნში" ტრანსფერი არ შედგა, ორმაგად გულდაწყვეტილი ვარ, რადგან რუმენიგემ მითხრა, თუ გიორგი ჩვენთან წამოვა და ეს გარიგება დაიდება, პირობას გაძლევ, პირად შენ გჩუქნი 2-კაციან საგზურს "ალიანს არენაზეო" და როცა მიუნხენში იქნები, იმ ლოჟაში, სადაც მე ვარო, თანხმლებ პირთან ერთად დაესწრები "ბაიერნის" ნებისმიერ თამაშსო.

შემდეგ ტელეფონი ისევ თბილისში ჩამოსულ "რეკორდმაისტერის" წარმომადგენელს გადავეცი და რუმენიგემ უთხრა, მართალს გეუბნებაო და შემდეგ კონტრაქტში ჩადეს ასეთი პუნქტი - ყოველ ახალ შრომით ხელშეკრულებაზე, რასაც ჩაკვეტაძე "ბაიერთან" გააფორმებდა, "დინამო" 2 მილიონ ევროს მიიღებდა.

ანუ, ვთქვათ, 3 წელი კიდევ ჰქონდა გიორგის კონტრაქტი, მაგ 3 წლის ამოწურვამდეც რომ გაეგრძელებინა, ჩვენ მაშინაც 2 მილიონს კიდევ ვიღებდით.

რა მოხდა და რატომ არ შედგა ტრანსფერი? - მამამისმა, არ ვიცი კონსულტანტებთან თუ ვისთან საუბრის მერე ჩათვალა, რომ "ბაიერნში" წასვლით ჩემი შვილი ვერ გაიზრდება და ამას "გენტში" უფრო მოახერხებსო.

"ბაიერნის" წარმომადგენელს ვუთხარი, განათხოვრებას ხომ არ აპირებთ-მეთქი... ჩვენი განათხოვრებული ფეხბურთელი სად გინახავთ, "სიტი" და "ჩელსი" კი არა ვართო... 25-კაციან გუნდში აჰყავდათ.

მე ვუთხარი მამამისს, "ბაიერნში" თუ მოხვდები, იმის იქით ზრდა რაღა არის? მიუნხენში 4 წელი რომ არ ათამაშო, "გენტი" მაინც აიყვანს-მეთქი.

მე იქ კიდევ ისეთ პრობლემებს წავაწყდი, მივხვდი, რომ რაღაც-რაღაც პრობლემების გადალახვაა საჭირო, რათა ქართული ფეხბურთი გაცილებით უკეთეს სიმაღლეზე იყოს", - თქვა სალუქვაძემ.

სტატია მომზადებულია Belive-ის Youtube არხის გადაცემიდან "გუგასთან" მიხედვით.
მკითხველის კომენტარები / 56 /
რა გჭირთ ხალხო, შეცდომა რომ იყო ახლა მაინც ხომ ვიცით ამ გადმოსახედიდან. რომც გაენათხოვრებინათ, გენტზე ნაკლებ გუნდში ნაღდად არ გაუშვებდა, და რა იცი იქნებ ტრავმა სულაც არ მიეღო.
Olee
21 ივლისი 2023 17:51
2
ბაიერნს გენტი არჩიეს,7 წლიანი კონტრაქტი გააფორმებინეს,დატრამვეს,არასწორად უმკურნალეს,დასტრესეს,მოატარეს მეორე ბუნდესლიგა და სლოვაკეთი,ნაკრებიდან ამოაგდეს,ახლა კიდე ჩემპიონშიპში გაუშვეს კეთილისმსურველებმა.ნიჭიერი და ყოვლისმცოდნე ხალხი ვართ ქართველები აშკარად...
Master
21 ივლისი 2023 17:49
2
ერთი სული ქონდა ფიფიას მაყუთი აეღო.ვინც მეტი შესთავაზა იქეთ გაუშვა.რათ უნდა ზღაპრები და რუმენიგეები ამას?!
გიორგი IV
21 ივლისი 2023 17:17
11
ფიფია რისი მაქნისიცაა ვიცით კარგად, მაგრამ არ ჩანს ამ შემთხვევაში რამეში მტყუანი იყოს. სალუქვაძის ვერსია სიმართლესთან ახლოს უნდა იყოს, ვიცით ვინც ყავს აგენტებათ ჩაკვეტაძეს (მორფინისტი სასტავი). ხოდა იმოქმედა მაგ ხალხმა ,,საკუთარი ინტერესების" შესაბამისად
დათო
21 ივლისი 2023 21:38
3
ეს სალუქვაძე არაა კარგი ადამიანი. ბოღმაა და ამპარტავანი. ჯერ ერთი, ჩაკვეტაძის მშობელი ჩაკვეტაძისთვის არის "მამამისი", ამისთვის კი ბატონი მერაბი. ეს სალუქვაძე იყო, ჩაკვეს ტრამვის შემდეგ რომ თქვა- საქართველოს ჩემპიონატში მოუწევს ჩამოსვლაო... თურმე რაში ყოფილა საქმე.. ბოღმა და პატარა კაცი.. ჩაკვეს მშობლები მოიქცნენ სწორად... მაგ ასაკში ფეხბურთელს განვითარებისათვის უპირველესად სჭირდება თამაშები... ბაიერნში კი სათადარიგოშიდაც არ ჩასვამდნენ. გადავიდა გენტში, სადაც გახდა წამყვანი მოთამაშე და მისი სატრანსფერო ფასი გახდა 15 მილიონი. შემდეგ გადავიდოდა კარგ კლუბში20-21 წლის ასაკში.. რომ არა ის საბედისწერო ტრამვა... სხვათა შორის გენტსა და დინამოს შორის ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც ჩაკვეს შემდგომი ტრანსფერიდან 30 პროცენტი ეკუთვნის დინამოს... პროფან სალუქვაძეს ისიც არ სცოდნია რომ ამ პუნქტისთვის ჭერი არის 30 პროცენტი და ასეთი კაცი აწარმოებდა მოლაპარაკებას ტრანსფერზე.. ბაიერნი თურმე არ უშვებს ფეხბურთელებს იჯარით, ეს ხომ უბრალოდ ტყუილია... და თუ მართლა უთხრეს ეს გერმანელებმა, მაშინ უბრალოდ მოატყუილეს როგორც არიფი.. სალუქვაძეს რომ რამის შნო ქონოდა და აზრზე ყოფილიყო, მაშინ უნდა ემუშავა გერმანელებთან, რომ აეყვანათ ჩაკვე და გაეშვათ იჯარით ისეთ კლუბში, სადაც ითამაშებდა... ეს რა კაცი და პიროვნებაცაა, მარტო იქიდანაც ჩანს, თუ როგორ საუბრობს და რა გამომეტყველებით.
ქუთაისი
21 ივლისი 2023 15:40
31
შენ ფიქრობ რომ გერმანელები და მითუმეტეს ბაიერნი ეგეთი დაბალი დონის კლუბია,რომ 19 წლის ტალატი სკამზე დასვას და განვითარებაში ხელი შეუშალოს?! ბაიერნს ჰყავს U19, Bayern II და არაერთი ფარმკლუბი გერმინიის სხვადასხვა ლიგაში,სადაც შეუძლია ტალანტები ათამაშოს და შემდეგ როდესაც და თუ მზად იქნება ფეხბურთელი დიდ კლუბში დაიბრუნოს.
საქართველო
22 ივლისი 2023 00:05
2
დაგეთანხმებოდით, რომ არა ჩაკვეტაძის აგენტების რეპუტაცია. ასევე კლუბი, რომლის მენეჯმენტიც ბუნდოვანი ხალხით იყო დაკომპლექტებული ,,აღმოსავლეთ ევროპიდან"
ზურა
21 ივლისი 2023 21:44
1
სულ არ გაანათხოვრეს პარკაძე ავსტრიაში....
laziale
21 ივლისი 2023 15:25
0
სალუქვაცე,საკუქვაცე,
კახა
21 ივლისი 2023 15:04
6
კარგად იცოდა ბაიერნში სხვა დატვირთებია და როგორც ამბობენ ცოტა ზარმაცია ამიტომაც არ წავიდა.გგონიათ ბაიერნში უკეთესი გახდებოდა?
ამაშია საქმე
21 ივლისი 2023 14:49
5
და საერთოდ რო არ გაგეყიდათ მინიმუ 1 წელი მაინც, სანამ 18 წელი არ შეუსრულდებოდა და მერე უფრო ძლიერი და ფასნამატით გაგეყიდათ ვერა? და საერთოდ იმ წელს, გაანახევრა რაღაცას დამგვანებული გუნდი ფიფიამ და მერე მწვრთნელ გაუშვა (თან არაერთი, მიყოლებით) არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო. როგორ ვერავინ ურჩია ამ კაცს რამე ჭკვიანური, ან კიდე თუ მაგარი ბიზნესმენია, როგორ ახერხებს, რომ მის აკადემიაში გაზრდილი მარგალიტებით, კაპიკს ვერ შოულობს?... ხვიჩა დინამოს აკადემიიდან წამოვიდა და ფულები, საიმანოვმა, რუბინმა, ბათუმმა და ჟურელმა გაჭრეს. ტოჟე მნე ბიზნესმენ... ეგ არი რუსული ბიზნესის მარგალიტი...
Irakli Apkhaidze
21 ივლისი 2023 14:36
3
რომ აღზარდა ხვიჩა მამარდა და სხვები. ამით ფულს აკეთებს თუ არა მისი საქმე და პრობლემაა, ქართულ ფეხბურთს კი ძალიან ღირებულ საქმეს უკეთებს მიუხედავად იმისა ვინმე ამას ხედავს და აფასებს, თუ არა
მადლობა ფიფიას
22 ივლისი 2023 13:31
2
100%
guga
21 ივლისი 2023 14:48
2
მაინც მგონია ცოტა წაუმიუნჰაუზენა და წაუსუპერმენა. ერტი კიდე, მითხრეს, როდის იყო ჩვენ ფეხბურთელს ვანათხორებდიტო და ახლა არ გაანათხოვრეს პარკაძე ავსტრიის მეორე ლიგის ადმირაში?..
guga
21 ივლისი 2023 14:31
4
Ბაიერნი რო გიწვევს და გენტში გადადიხარ იმიტომ რო მერე ბაიერნში გადახვიდე საოცრებაა პირდაპირ.
Სულ რო მესის დონეზე ითამაშოს და ღმერთმა ქნას,ბაიერნის დონის გუნდში ვეღარ მოხვდება-ღმერთმა ქნას ვცდებოდე
ბაბუაწვერა
21 ივლისი 2023 14:26
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული