"ნაპოლის" პრეზენტაცია. ყიჟინა ხვიჩას სცენაზე გასვლაზე - ახალი, დიდი თავგადასავალი იწყება

AutoSharing Option
"ნაპოლი" წინასასეზონო შეკრებას დიმაროში განაგრძობს, ხვიჩა კვარაცხელია საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშობს და დამატებით ტრენაჟორებზეც. დღეს გუნდის საზეიმო ტრადიციული პრეზენტაცია გაიმართა, სადაც უამრავი გულშემატკივარი შეიკრიბა. პირველი სცენაზე გუნდის ახალი მწვრთნელი რუდი გარსია გავიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ტიფოზებმა თავიდანვე გააოგნეს, ეს ბედნიერებაა, მადლობელია ასეთი გულთბილი მიღებისთვის და იმედების გამართლებას შეეცდება.

შემდეგ ქომაგების წინაშე ტექნიკური პერსონალი და ფეხბურთელები ამპლუების თანმიმდევრობით წარსდგნენ. ხვიჩას გამოჩენამ პუბლიკის დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მას ოვაციებით და გამაყრუებელი ყიჟინით მიესალმენ, ისევე როგორც ვიქტორ ოსიმენსა და კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს.

Sportall.Ge

ბოლოს,
რა თქმა უნდა, სცენაზე ჩემპიონის თასით კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გავიდა და დამსწრე საზოგადოებას შეატყობინა, რომ დი ლორენცოსთან თანამშრომლობა 2029 წლამდე გააგრძელეს.

სხვა სიახლეების შესახებ: ოსიმენი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარს არაა, მაგრამ კონტრაქტის გამოსასყიდი ფასის 200 მილიონ ევრომდე გაზრდის წინააღმდეგია. ეს საკითხი შეკრების დასრულებამდე უნდა გადაწყდეს. Sky Sport-ის მტკიცებით, მას პსჟ-ში გადასვლის და კილიან მბაპეს შეცვლის პერსპექტივა არ ხიბლავს. პიოტრ ზილენსკის გუნდიდან წასვლა არ უნდა, ხელფასის შემცირებაზე დათანხმდება, განახევრებაზე - არა. მარიო რუი საუდის არაბეთს არ მიაშურებს და სავარაუდოდ, არც მატეო პოლიტანო არ აიბარგება.

გუნდში ყველა ჯანმრთელადაა, მხოლოდ ჟუან ჟეზუსმა ვარჯიშზე მცირე ტრავმა მიიღო და საწვრთნელი ბაზა დატოვა.

Sportall.Ge

"ნაპოლი" 24 ივლისს დიმაროში ამხანაგურ მატჩში "სპალს" შეხვდება, კიდევ რამდენიმე სპარინგს ჩაატარებს, 19 აგვისტოს კი იტალიის პირველობის პირველ ტურში სტუმრად "ფროზინონეს" დაუპირისპირდება. ახალი სეზონი იწყება - სკუდეტოს მოპოვება ძნელია, ხოლო მისი შენარჩუნება კიდევ უფრო რთული. ნეაპოლურ გუნდს ზედიზედ ორჯერ არასოდეს არ მოუპოვებია ჩემპიონობა - მოახერხებს ტიტულის დაცვას?

მკითხველის კომენტარები / 44 /
მე თვითონ მეგრელი ვარ მაგრამ ცუდად მხვდება თვალში ეს მეგრულად დაწერილი კომენტარები ხვიჩაზე იქ სადაც ხალხს არ ესმის რაზე წერ!!!პირველ რიგში ხვიჩა არის ქართველი!საქართველოს სიამაყე!!!და მერე უკვე შეგიძლია იამაყო მაგალითად კახელზე ან იმერელზე ოდნავ მეტად.მაინც შენი კუთხიდან რომ არის უფრო გახარებს ეგ ფაქტორიც რათქმაუნდა!მაგრამ არ მიმაჩნია სწორი ეს მეგრულად წერა…ამით თითქოს რაღაც აცალკევებ მას დანარჩენი ქართველებისგან!მეც ვწერ მეგრულად ჩემს მეგრელ მეგობრებს ხვიჩაზე საქებარ სიტყვებს მაგრამ აქ ისეთ სივრცეში სადაც მეგრელების გარდა კიდევ ბევრი საქართველოს სხვადა სხვა კუთხის წარმომადგენელია არ მიმაჩნია სწორად.იმედია სწორად გამიგებთ.არანაირ აგტაციას არ ვეწევი ვინმეს წინააღმდეგ ან პირიქით…უბრალოდ ჩემი აზრია მეტი არაფერი
შახრუდინი
04:36 23-07-2023
4
შახრუდინს
რატომღაც მაგ პიროვნებას გონია რომ ვინმე მეგრულ ენას არ სცემს პატივ და იმიტომ დისლაიქებს უწერთ. რაც დიდი სისულელეა. სიმართლე კი თქვენც დაუწერეთ რა თქმა უნდა თუ მოუნდა და მიხვდა. ეს ბიჭი იმხელაზე უყვარს ერს, რომ მისი მისაკუთრება ასე კუთხურად, რბილად რომ ვთქვათ ძალიან ცუდად გამოიყურება. მე ერთხელ სპეციალურად მამარდას კახელობას გაუსვი ხაზი რომ მიმხვდარიყო, რა არის დაყოფა. მაგრამ მის თავში არ შედის.
G.LA
08:57 23-07-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული