ეს გადაწყვეტილება მეტად უცნაური ჩანს, რადგან თავდამსხმელი პოლტაველთა ლიდერი გახლდათ, გასულ სეზონში 28 შეხვედრაში 13 გოლი შეაგდო და თავს გუნდის ბომბარდირობით იწონებდა.
ის უკრაინის პრემიერ ლიგის ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზე გავიდა. შეგახსენებთ, რომ "დილასა" და "ვორსკლას" პირველი შეხვედრა უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის გამო 27 ივლისს პოლონეთში შედგება, გორი განმეორებით მატჩს 3 აგვისტოს უმასპინძლებს.