საბა ლობჟანიძე MLS-ში გადასვლასთან ახლოსაა

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, საბა ლობჟანიძე კარიერას MLS-ში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Transfer merkezi ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ჰათაისპორის" შემტევით "ატლანტა იუნაიტედი" სერიოზულადაა დაინტერესებული და თურქულ კლუბს მის სანაცვლოდ 1 მილიონი ევრო შესთავაზა.

გამოცემის ინფორმაციით, "ჰათაისპორი" 1.5 მილიონ ევროს ითხოვს. მხარეები მოლაპარაკებებს აგრძელებენ.

შეგახსენებთ, ლობჟანიძემ გასული სეზონის მეორე ნახევარი "ქარაგიუმრუქში" იჯარის წესით გაატარა. 28 წლის ფეხბურთელს "ჰათაისპორთან" კონტრაქტი 2024 წელს ეწურება.

altსაბა ლობჟანიძეს ამერიკული კლუბი ეპატიჟება

altგოლის შემდეგ საგოლე გადაცემა - ლობჟანიძემ "გალათასარაისთანაც" გამოიჩინა თავი

მკითხველის კომენტარები / 3 /
ემელესი თურქულზე ნაკლები ლიგა არ მგონია, უკეთესი თუ არა, ასე რომ წარმატებები საბას!
Irakli
12:53 24-07-2023
2
მგონი არ იქნება ცუდი მესის წინააღმდეგ, თუ მოუწევს თამაში ))
მლს-ის პოპულარულობაც გაზრდილი იქნება მესის ხელში.
კაი ფულსაც გააკეთებს.

ნუ ნაკრების შეკრებებზე ცოტა გრძელი გზა მოუწევს, მაგრამ არამგონია დიდი პრობლემა იყოს.
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული