„ნაპოლის“ ახალმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ, ფაქტობრივად, სათადარიგო სასტარტო შემადგენლობა დააყენა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი და ნეაპოლური გუნდის სხვა წამყვანი ფეხბურთელები სათადარიგოები არიან და ალბათ, მეორე ტაიმში შევლენ შეცვლაზე.
შეხვედრას "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მეუღლესთან ერთად ესწრება. ტრიბუნაზე მათთან კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი იმყოფება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯუღელი იტალიაში ხვიჩას კონტრაქტის განახლების საკითხის განსახილველად ჩავიდა. Sky Sport-ის მტკიცებით, აგენტი დე ლაურენტისს სხვა ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელებსაც შესთავაზებს.