Tutto Napoli: ხვიჩა - გუნდის იმედი და ჯუღელის საგანგებო ვიზიტი

AutoSharing Option
"სპალთან" ფრედ დასრულებულ ამხანაგურ მატჩში (1:1) "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, უფრო გუნდურად მოქმედებდა და Tutto Napoli-სგან ანგისასთან და რასპადორისთან ერთად ყველაზე მაღალი შეფასება, 7-იანი დაიმსახურა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კვარაცხელიამ პირველივე დარტყმით ბურთი ხარიხას გაარტყა, მეურვეებს უსხლტებოდა, არაერთხელ ლამაზი და მრავალმხრივი თამაშით გამოირჩა, თანაგუნდელების იმედია, ხიფათის შემქმნელი, მის მიერ გაკეთებული პრაქტიკულად საგოლე გადაცემები კი პარტნიორებმა ვერ გამოიყენეს.

Sportall.Ge

"ნაპოლის" ფეხბურთელების შეფასებები: გოლინი (6), მერეტი (5.5), ძანოლი (6.5), დი ლორენცო (6), ესტეგარდი (6), ჟუან ჟეზუსი (6.45), რაჰმანი
(6), ობარეტინი (6), მარიო რუი (6), ოლივეირა (6), ფოლორუნჩო (6), ანგისა (7), დემე (6), ლობოტკა (6.5), ელმასი (6), ზილენსკი (6.5), პოლიტანო (6), რასპადორი (7), სიმეონე (6), კვარაცხელია (7), ოსიმენი (6.5), ზედატკა (6).

მარიო რუიმ პირველ ტაიმში მარჯვენა ბარძაყის ტრავმა მიიღო, შეცვალეს და ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია მისი დაზიანება.

Sportall.Ge

ყველა ადგილობრივი სპორტული გამოცემა წერს, რომ ტრიბუნაზე ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან და მის მეუღლესთან აგენტი მამუკა ჯუღელი ხვიჩას ძმასთან, თორნიკე კვარაცხელიასთან ერთად იმყოფებოდა. "სპორტმედია" იტყობინება, რომ ჯუღელი იტალიაში "კვარას" კონტრაქტის გასაახლებლად ჩავიდა, მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს და ხვიჩას სეზონური გასამრჯელო 1.4 მილიონი ევროდან 3 მილიონამდე გაიზრდება.

calcionapoli24-ის და Sky Sport-ის ცნობით, აგენტი დე ლაურენტისს სხვა ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელებსაც შესთავაზებს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
რაფრა ყველაფერი უკუღმაა ამ ქვეყანაში? ესაა სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელის აგენტი??!! ასე როიალზე კალოშიც (სატუცავი) შეგიძლია შემოდო ლამბრიჯინიზე, მარა რეიზა? რა გაჭირვებაა?
სიმართლე
28 ივლისი 2023 21:32
0
კაიფშია ეს მემგონი.
ნიკა
25 ივლისი 2023 16:33
4
ვლადიკავკაზი თბილისი რეისავიკის გამოხედვა აქვს. რა უნდა ამას ევროპაში :)
las
25 ივლისი 2023 14:37
7
შორიდან რომ შევხედე (სანამ გავხსნიდი) დეგნანი მეგონა და გული შემიქანდა ახლა აქ რაღა უნდამეთქი ))))
სვანსკი
25 ივლისი 2023 13:54
2
100 მილიონად შეფასებული მოთამაშე 3 მილიონს მიიღებს და ყველაფერი კარგად მიდის?
ბესო
25 ივლისი 2023 11:54
2
'ძივინოსტების' გამოხედვა ტეხავს.
ვანდა ჯიქია
25 ივლისი 2023 11:26
5
Saidan modzEbnes ea kaci
Lasha
25 ივლისი 2023 08:18
2
გავიგეთ ნაპოლის იმედი და ჩვენც ვზეიმობთ, მარა საქართველოს გუნდების იმედზე რასიტყვით, როდემდე უნდა გვაზეიმოთ სხვა ქვეყნის გუნდების წარმატება? მე ჩემი ქვეყნის გუნდები მაინტერესებს პირველრიგში, ასეა ეს
გივი
25 ივლისი 2023 08:13
1
ეს ეხლა ფხიზელია? კიდევ კარგი მესხს რომ ოსკარზე ჩაეძინა ისე არ ჩაეძინა ამასაც
ტოტტი
25 ივლისი 2023 08:05
3
ჯუღელს რომ შეხედავ არანაირ სიმპატიას არ იწვევს სუფთა პიტალო სოფლელია ზემოთ აღნიშბნულისა არ იყვეს სათვალეები მაინც გაიკეთოს
მელა
25 ივლისი 2023 07:44
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული