გაბრიელ სიგუამ "ბაზელთან" კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი, 18 წლის გაბრიელ სიგუა, "ბაზელის" ფეხბურთელი გახდა.

შვეიცარიულმა კლუბმა სიგუას ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა და ახალ გუნდში 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჰეიკო ფოგელმა განაცხადა, რომ სიგუა საქართველოში დიდ ტალანტად ითვლება, კარგი აღნაგობა აქვს, ტანმაღალია (190 სმ), ორთაბრძოლებში მარჯვეა და მასთან ხანგრძლივვადიანი თანამშრომლობით მოხარულნი არიან.

თბილისის "დინამომ" სიგუას წარმატება უსურვა: "გაბრიელ სიგუა "დინამოს" აკადემიის აღზრდილია. იგი კლუბში 2017 წლიდან ირიცხებოდა. თბილისელთა პირველ გუნდში სიგუას დებიუტი 2022 წელს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე "სამტრედიას" წინააღმდეგ
შედგა. საერთო ჯამში, ნახევარმცველმა "ლურჯ-თეთრების" რიგებში 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

"დინამო თბილისი" მადლობას უხდის გაბრიელს კლუბში გატარებული წლებისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში".

მკითხველის კომენტარები / 18 /
წარმატებები გაბრო! ღმერთი შეგეწიოს და დიდი ფეხბურთი გეთამაშოს!
გულშემატკივარი
23:14 03-09-2023
0
აი უბედურების თავი სად დევს, რომელსაც სამწუხაროდ დილეტანტები ვერ იგებენ.
შვილო, გაბრიელ, ფულის სუნი კი კარგია, მაგრამ ძალიან ადრეულ ასაკში მისი დაყნოსვა საშიშია. შვილო გაბრიელ, შენით ფულს რომ აკეთებენ ამას თუ ხვდები. ღმერთმა ხელი მოგიმართოს და შენგან კარგი ფეხბურთელი დადგეს, მაგრამ შენსავით ადრეულ ასაკში ბევრი წასულა უცხოეთში და დაკარგულა ფეხბურთში.
აი ეს არის დღევანდელი დინამოს პოლიტიკა და მენეჯმენტი. ჯერ კიდევ ცვირმოუხოცავ ბავშვებს ზრდის და უცხოეთში ყიდის, სამაგიეროდ იაფფასიან, არაფრისმაქნის უცხოელებს ყიდულობს და დარჩენილ თანხას მავანი იჯიბავს.
შედეგი კი ყოველ წელს დინამოს შერცხვენაა, სიგუა იმედისმომცემი ბიჭია და მასთან ერთად ვინძლო მალტაზე არ შევრცხვენილიყავით
სტალინი
15:41 26-07-2023
1

სიახლეები პოპულარული