თბილისის "დინამოს" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი, 18 წლის გაბრიელ სიგუა, "ბაზელის" ფეხბურთელი გახდა.
შვეიცარიულმა კლუბმა სიგუას ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა და ახალ გუნდში 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჰეიკო ფოგელმა განაცხადა, რომ სიგუა საქართველოში დიდ ტალანტად ითვლება, კარგი აღნაგობა აქვს, ტანმაღალია (190 სმ), ორთაბრძოლებში მარჯვეა და მასთან ხანგრძლივვადიანი თანამშრომლობით მოხარულნი არიან.
თბილისის "დინამომ" სიგუას წარმატება უსურვა: "გაბრიელ სიგუა "დინამოს" აკადემიის აღზრდილია. იგი კლუბში 2017 წლიდან ირიცხებოდა. თბილისელთა პირველ გუნდში სიგუას დებიუტი 2022 წელს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე "სამტრედიას" წინააღმდეგ
შედგა. საერთო ჯამში, ნახევარმცველმა "ლურჯ-თეთრების" რიგებში 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.
"დინამო თბილისი" მადლობას უხდის გაბრიელს კლუბში გატარებული წლებისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში".
"დინამო თბილისი" მადლობას უხდის გაბრიელს კლუბში გატარებული წლებისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში".