La Gazzeta dello Sport: "გარსია ხვიჩას მაქსიმალურად გამოყენებას გეგმავს"

AutoSharing Option
La Gazzeta dello Sport-ი წერს, რომ რუდი გარსია ხვიჩა კვარაცხელიას მაქსიმალურად გამოყენებას გეგმავს. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს სტანდარტულებსა და ჯარიმებზე.

"გარსიას უნდა, რომ ხვიჩას მარჯვენა ფეხი თამაშისას უფრო და უფრო "დაიტვირთოს" (მონაწილეობა მიიღოს ყველაფერში). ჩააწვდის ორივე მხრიდან კუთხურსა და სტანდარტულებს. მოგვიანებით კი ცნობილი გახდება, თუ ვინ შეასრულებს პენალტებს. შესაძლოა ეს საპასუხისმგებლო ვალდებულებაც გუნდის ქართველმა ლიდერმა შეითავსოს. მოგეხსენებათ, გასულ წელს ამ საკითხში იყო პატარ-პატარა დაბრკოლებები, თუმცა გარსია და მისი სამწვრთნელო სტაფი ამ პრობლემის აღმოფხვრისთვის ბევრს მუშაობენ".

"ნაპოლი" პრესეზონის მომდევნო შეხვედრას 29
ივლისს, "ჰათაიასპორთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
საერთოდ ჯობია ყველაფერი ხვიჩამ გააკეთოს თვითონ ჩამოაწოდოს კუთხური, მერე სწრაფად გაიქცეს და თვითონვე დაარტყას თავური(ან მაკრატელა რომელიც მოუხერხდება) მერე სწრაფად დაბრუნდეს დაცვაში და ეცადოს მოწინააღმდეგეს კარში არ დაარტყმევინოს. თუ მაინც დაარტყა მოწინააღმდეგემ კარებისკენ გაიქცეს სწრაფად და თავგანწირული ნახტომით მოიგერიოს ბურთი წესების სრული დაცვით. მოგერიებულ ბურთს თვითონვე დაეწიოს და რავი მერე რაც უნდა ის ქნას მაგას ხომ ულევი ფანტაზია აქვს. რა ჭირს ამ ხალხს ? რუდიკ რა გჭირს ტო?
რუ-დიკ-ჯან??? - "მენშე ნადო პიტ"
18:22 26-07-2023
7
ძალიან კარგი თუ ასე იქნება და კიდევ უკეთესი თუ ამ კომპონენტებზე ვარჯიშობს და კარგად დახვეწს, სხვანაირად არც გამოვა...
Givi
15:23 26-07-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული