"სამარცხვინოა. 7-8 მილიონი ოსიმენს და 2.5 მილიონი კვარაცხელიას" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი

AutoSharing Option
ყოფილმა ნახევარმცველმა ვინჩენცო მონტეფუსკომ, რომელიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში "ნაპოლის" ღირსებას იცავდა, Tele A-ს გადაცემა "ოფსაიდში" ხვიჩა კვარაცხელიას დაბალი ხელფასის გამო გაკვირვება ვერ დამალა:

"მე ვერ გავიგე, ვიქტორ ოსიმენი რატომ უნდა გამოიმუშავებდეს 7-8 მილიონ ევროს, როდესაც ხვიჩა კვარაცხელია კონტრაქტის განახლების შემდეგ 2.5 მილიონს მიიღებს. ნიგერიელის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, დამანგრეველი ფეხბურთელია, მაგრამ ვის შეუძლია ამ ორ თავდამსხმელს შორის გასამრჯელოს ასეთი უზარმაზარი სხვაობის მიზეზი ამიხსნას?

ჩემთვის გულდასაწყვეტია, რომ ასეთი შეუსაბამობა არსებობს. ეს სამარცხვინოა. ვუყურებ კვარაცხელიას და ვფიქრობ, ძალიან ძლიერია, ევროპაში ერთ-ერთი
საუკეთესოა".

მონტეფუსკოს ჟურნალისტმა გაეტანო იმპარატომ უპასუხა: "ჩემთვის ნამდვილი სკანდალია, რაც ირვინ ლოსანოს ეხება. შეუძლებელია მექსიკელმა 4 მილიონ ევროზე მეტი მიიღოს".

მკითხველის კომენტარები / 29 /
მთავარია ელგებეტე . . . პროევროპელებო ხედავთ რა ხდება. . ზანგს რატო აქ მერიის. . .ხმა ამოიღეთ
ნაპოლეონი
19:08 27-07-2023
1
ხვიჩა, არ აყვე მილანის და იუვენტუსის დაქირავებული შუღლის ჩამომგდებებს. სტაბილურად რომ 15+ გოლ/პასს გააკეთებ, შემდეგ მოითხოვე ხელფასის მომატება. ;-)
ქუთაისელი
16:10 27-07-2023
6

სიახლეები პოპულარული