"კვარასთვის ჟერვინიოს როლის მორგებას გეგმავს" - რუდი გარსიას ტაქტიკური გეგმები ცნობილია

AutoSharing Option
ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ის ცნობით, "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელს რუდი გარსიას ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კონკრეტული გეგმა აქვს. გამოცემის ინფორმაციით, ფრანგი მწვრთნელის ტაქტიკაში მთავარი როლი სწორედ ქართველს ექნება.

"რუდი გარსიას სქემა 4-3-3 იქნება, რომელიც დაცვით ფაზაში 4-5-1-ის სახეს მიიღებს. ბურთის ფლობა ნაკლებად ხანგრძლივი იქნება, "პარტენოპეი" მთავარ აქცენტს მარცხენა ფლანგიდან კონტრშეტევებზე გააკეთებს.

კვარაცხელიას მხარეს კი მოხდება ის, რაც "რომაში" ჟერვინიოს შემთხვევაში მოხდა. კოდ დივუარელი გახლდათ ხმალი, რომელიც მეტოქეებს მუდამ ზიანს აყენებდა. "კვარა" მარცხნივ, დი ლორენცო კი მარჯვნივ, მაიკონის სტილში. რომელიც ფლანგზე
ტემპის ცვლილებას აკონტროლებდა", -წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, მორიგ ამხანაგურ მატჩს დღეს, 29 ივლისს, თბილისის დროით 20:30 საათზე "ჰატაისპორის" წინააღმდეგ გამართავს.

altკვარაცხელია სასტარტოში, ქართველებთან დაპირისპირება და კიმის შემცვლელი საფრანგეთში...

alt"იტალიაში მალე ახალი კვარაცხელია ჩამოვა" - ცნობილი იტალიელი კომენტატორი

alt"სამარცხვინოა. 7-8 მილიონი ოსიმენს და 2.5 მილიონი კვარაცხელიას" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი

მკითხველის კომენტარები / 7 /
გარსიამ სწორედ "მოწვა" სპალეტის ერთფეროვან ტაქტიკაში აუტის ხაზზე მისვარკული კვარას ეფექტის კლება მეორე წრეში და ცდილობს მისი არსენალის ამოქმედებას უფრო სიღრმიდან რათა ჯერ ერთი ის "გალიები" მოწინააღმდეგეს ასე დაბარებულივით ვერ გაუვიდეს და გუნდის უმთავრეს ფანტაზისტას მეტი თავისუფლება ჰქონდეს უშუალოდ მეტოქის საჯარიმოში. ასეთ შემთხვევაში ლუზერ მარიო რუის მოუწევს სიღრმეში შეწეული კვარას ფლანგის დაკეტვა და ვეღარ გაილაღებს ხვიჩას ხარჯზე წინ გავარდნილი პადაჩას პადაჩაზე რო აკეთებდა და პლეიმეიკერ ზელენსკის უფრო მეტად დაევალება უბურთოდ მიძრაობა რათა კვარაზე მიჩენილი 2 პერსონალური მცველიდან ერთერთი შიგადაშიგ გაიტყუოს რათა კვარას მეტი სივრცე გამოუთავისუფლოს პოტენციური იერიშის დასაწყებად. ეს ის არის რასაც ნატრობდა ყველა, ხვიჩას პერსონალური მეურვეები გალიებით სიღრმეში ასე მარტივად ვეღარ შეაკავებენ რაც ერთიორად გაზრდის მის პირად სტატისტიკას და ზოგადად ჰაიპს როგორც ვარსკვლავის საფეხბურთო სამყაროში. მომწონს გარსიას კრეატიული იდეები ვიდრე მშიშარა სპალეტის პროგნოზირებადი ინფანტილური 4-3-3 იყო რომელიც ყველამ დაუმუღამა მეორე წრეში და მაინც ჯიქურ ამ გაცვეთილ სცენარს აწვებოდა.
Charley
14:59 29-07-2023
1
ძალიან კარგი თუ მასე იზამს. კვარა უნდა იყოს მეკარესთან ახლოს თავდასხმაში, და არა მიჯაჭვული როგორც სპალეტის უნდოდდა, უსინდისო სპალეტი. ყოველ ატაკაზე დაარბენინებდა ბოლო მცველამდე უკან. კვარა უნდა იყოს კაკას ამპლუააში , და ნახავთ რა საოცრებებს გაააკეთებს.
ბექა
13:40 29-07-2023
1

სიახლეები პოპულარული