ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა რუდი გარსიამ ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა, რომლის რიგებში ხვიჩა კვარაცხელია იყო და რომელსაც სპალეტისგან განსხვავებით ესპანელი სპეციალისტისგან მეტი თავისუფლება ჰქონდა მინიჭებული, ხოლო „ჰათაისპორის“ სასტარტოში გიორგი აბურჯანია და საბა ლობჟანიძე ვიხილეთ. შეხვედრა „ნაპოლის“ შეტევებით დაიწყო, კვარაცხელიამ ოსიმენი მეკარეს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ ნიგერიელმა შანსი ვერ გამოიყენა. შემდეგ ოსიმენი ისევ ერთი ერთზე აღმოჩნდა მეკარესთან და ისევ ვერ გაიტანა. თუმცა, მან 23-ე წუთზე მორიგი მომენტი გამოიყენა და „ნაპოლი“ დააწინაურა. ცოტა ხანში კი ვიქტორმა ხვიჩას პასით დუბლი შეასრულა. „ჰათაისპორმა“ მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლოს მოახერხა იერიშების ორგანიზება, თუმცა ლობჟანიძის აქტიურობამ შედეგი ვერ გამოიღო.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, „კვარა“ კვლავ წარმართვდა თავისი გუნდის შეტევებს, დრიბლინგი განახორციელა, ბურთი მიზანს ოდნავ ააცილა, მისი პასით ოსიმენის გატანილი გოლი არ ჩაითვალა და ქართველი მე-60 წუთზე შეცვალეს. ოსიმენის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა სიმეონემ კი დუბლი შეასრულა და "ნაპოლიმ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
შემდეგ სპარინგს ნეაპოლური გუნდი 2 აგვისტოს ამავე სტადიონზე „ჟირონასთან“ გამართავს.
კასტელ დი სანგრო. „ტეოფილო პატინი“
ნაპოლი - ჰათაისპორი 4:0
გოლები: 1:0 ოსიმენი (23), 2:0 ოსიმენი (28), 3:0 სიმეონე (64), 4:0 სიმეონე (70)