"ლაციომ" მიქაუტაძის შესაძენად ნაბიჯი გადადგა - "მეცი" 20 მილიონს ფეხს არ უცვლის

AutoSharing Option
როგორც უკვე გაცნობეთ, "მეცის" სპორტულმა დირექტორმა პიერ დრეოსიმ განაცხადა, რომ თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძის თაობაზე მათთვის სერიოზული წინადადებით არავის მიუმართავს, მაგრამ ადგილობრივი გამოცემა Let's Go Metz-ი საპირისპიროს ამტკიცებს.

აღნიშნულია, რომ ფრანგულმა კლუბმა მიქაუტაძესთან დაკავშირებით მორიგი შეთავაზება მიიღო, "ლაციომ" 15 მილიონი ევროს გადახდის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა უარით გაისტუმრეს, რამაც, შესაძლოა, ქართველის უკმაყოფილება გამოიწვიოს:

"მდინარე მოზელის პირას ზაფხულის საპნის ოპერა გრძელდება. უარყო რა "ბარნლის" შეთავაზება, "მეცი" მიქაუტაძის ტრანსფერზე ახალ წინადადებაზეც არ დათანხმდა. ჩვენი ინფორმაციით, "ლაციო" "ბარნლის" მსგავსად 15 მილიონის გადახდაზე მზად იყო, მაგრამ კლუბს თანხა ეცოტავა, რამეთუ მინიმუმ 20 მილიონს და ბონუსებს ითხოვს. 

მიქაუტაძის უკმაყოფილობის დასაწყისი?

მიუხედავად
იმისა, რომ გიორგი თავგადასავლის "მეცში" გაგრძელების წინააღმდეგი არ გახლდათ, ახალი შეთავაზების უარყოფამ არაა გამორიცხული ძალიან გააღიზიანოს. ქართველს ამ სეზონშივე იტალიაში ძლიერ პროგრესირების საშუალება მიეცემოდა, მაგრამ მას ასე იოლად ვერ შეელევიან. ამაზე ნათლად მეტყველებს გასულ სეზონში მცველების - ფაბიენ სანტონზის და ბუბაკარ კუიატეს "ნანტსა" და "მონპელიეში" გასხვისება. მით უმეტეს, პიერ დრეოსიმ ახლახან გაამხილა, რომ ლიგა 2-ის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელით დაინტერესებულ ორ თუ სამ კლუბთან კონტაქტზე იმყოფებიან".

მკითხველის კომენტარები / 8 /
Tu darcha arc es iqneba cudi varianti. "Meci" wels kargad itamashebs da ar gavardeba.
.........
31 ივლისი 2023 10:17
2
რადგან კვარას პრეტენდეტი ახსოვთ, ყველას გონია, რომ ნებისმიერი ქართველი ადვილად ხელმისაწვდომია. ამის მაგალითია კვიპროსის აპოლონის ინტერესი შახტარში ახლადგადასულ გოჩოლეიშვილზე.რეალურად მიქაუტაძე ახლაც 20 მილიონზე მეტი ღირს და რატომ არ უნდა მოითხოვოს გუნდმა, რომელმაც შანსი მისცა ფართო საზოგადოებას გაეცნო ის? მეორე სეზონი იჯარით გაშვება შეცდომა იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც მის გასავითარებლად გაკეთდა ყველაფერი, გუნდმა იზრუნა მის მომავალზე და ახლა ვერ გაუშვებს ადამიანს, რომელიც პოტენციურად 20 მილიონზე ბევრად მეტი ღირს მათი დამსახურებითაც. ეს როგორც ბიზნესის, ასევე წმინდა სპორტული პრინციპის საკითხია
Haaland
31 ივლისი 2023 09:03
2
ზახარიანი მართლა გადადის ლაციოში??
საბა
31 ივლისი 2023 01:17
10
იი მაგრა ღადაობ გგონია? შენი გონება პრიმატისას არ აღემატება
suxumchanin
31 ივლისი 2023 10:03
1
კი, ზახარიანი და ამბარცუმიანი ორივე ერთად გადადიან ლაციოში.
ჩელენჯერი
31 ივლისი 2023 09:24
4
კარგი იქნებოდა ლაციოში გიორგის გადასვლა დარწმუნებული ვარ სერია აში უპრობლემოდ შეყრის +12 გოლს. თან რაც არ უნდა იყოს სერია ა მაინც უფრო ძლიერი და პოპულარული ტურნირია ვიდრე ლიგა 1.
Manowar
31 ივლისი 2023 00:31
0
მართლაც კარგი იქნებოდა ლაციოში!!!
გიორგი
31 ივლისი 2023 00:16
0
მესმის მეხის გადაწყვეტილება,თვითონ ვინ იყიდონ 15 მილიონად სხვა,რომელიმე მამადუ-კაკადუ?
Levani
30 ივლისი 2023 23:30
9

სიახლეები პოპულარული