"არსენალს" კვარაცხელიას დამატება სურს - ლონდონელებს საწადელის მისაღწევად ორი რამ აიმედებთ

AutoSharing Option
Footballtransfers-ის ინფორმაციით, "არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ნაპოლიდან" ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას შეეცდება.

ერთი შეხედვით, ეს ძალიან ძნელი იქნება, რადგან იტალიურ პრესაში დიდი ხანია იწერება, რომ ჩვენებური მალე "ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს და წესით, მან მომავალი სეზონიც "მარადონაზე" უნდა გაატაროს.

როგორც ზემოთ აღნიშნული წყარო აღნიშნავს, "მეთოფეებს" საწადელის მისაღწევად ორი რამის იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ:

გუნდის ბოსებს ძალიან კარგი ურთიერთობა აკავშირებთ "პარტენოპეის" ახალ სპორტულ დირექტორ მაურო მელუსოსთან, რომელიც წარსულში "სპეციაში" ამავე პოზიციაზე მუშაობდა და ლონდონელებთან იაკუბ კივიორის ტრანსფერიც აქვს გაჩარხული.

მეორე კი ისაა,
რომ "ნაპოლიში", დიდი ალბათობით, ვიქტორ ოსიმენი დარჩება და ამ შემთხვევაში შესაძლოა, იტალიელებმა სარფიანი წინადადების შემთხვევაში მეორე ლიდერი დათმონ.

Footballtransfers-ი იმასაც წერს, რომ "არსენალმა" შესაძლოა, მორიგი სატრანსფერო რეკორდიც დაამყაროს და დეკლაინ რაისის შემდეგ მორიგი დიდი თანხა გადაიხადოს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
რა სისულელეა, სპორტული დირექტორი იმისთვის დანიშნეს, რომ მთავარი გმირი გაყიდოს და გუნდი დაასუსტოს?
იგორ
10:09 02-08-2023
0
დაიხურეთ ქუდი! ჭორბიურო, ლა-ლა-ლა-ლა-...
xuta
12:50 01-08-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული