სლოვაკური გუნდი გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა, როგორც მინიმუმ, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა და ბონუსის სახით 2.96 მილიონ ევროს მიიღებს.
გასვლაზე „ზრინსკის“ 1:0 დამარცხების შემდეგ „სლოვანის“ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სლოვაკეთის სუპერლიგის პირველ ტურში „კოშიცესთან“ (0:0) წამყვანი ფეხბურთელები და მათ შორის გურამ კაშია და ჯაბა კანკავა დაასვენა, რადგან დღევანდელ დაპირისპირებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კაშიამ თქვა, რომ წინა სეზონისგან განსხვავებით, მშვიდად უნდა მოეგოთ და გულშემატკივრები
ორივე ქართველმა შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლები დებიუტში ჩავრიჩმა დააწინაურა, შესვენების შემდეგ ბოსნიელთა კარი ზუბერუმ დალაშქრა, თუმცა სტუმრებმა ბარიშიჩისა და ივანჩიჩის გოლებით ანგარიშის გათანაბრება შეძლეს.
შემდეგ რაუნდში "სლოვანი" "შერიფსა" და ჰაიფის "მაკაბის" შორის გამარჯვებულს შეხვდება - 9 აგვისტოს სახლში და 15 აგვისტოს გასვლაზე.
ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“. 20 498 მაყურებელი
სლოვანი - ზრინსკი 2:2
გოლები: 1:0 ჩავრიჩი (5), 2:0 ზუბერუ (66), 2:1 ბარიშიჩი (75), 2:0 ივანჩიჩი (90+3)