საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე "ჰათაისპორიდან" ატალანტა იუნაიტედში" გადავიდა.
ამერიკულმა კლუბმა ლობჟანიძეს კონტრაქტი 2026 წლის სეზონის ბოლომდე გაუფორმა. "ჯორჯიიდან ჯორჯიაში - კეთილი იყოს შენი ატლანტაში მობრძანება, საბა", - წერს საიტი.
კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა და ტექნიკურმა დირექტორმა კარლოს ბოკანეგრამ (აშშ-ის ნაკრების მცველი იყო - 110 მატჩში 14 გოლი გაიტანა) განაცხადა, რომ ქართველს სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე დაუკავშირდნენ, მათთან გადასვლა უნდოდა, გამოცდილი ფეხბურთელია, გუნდს ხარისხს შემატებს და საბას "იუნაიტედში" ადაპტაციას მოუთმენლად ელიან.
"ატლანტა" MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა და პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვის.
მესის 17 სექტმბერს შეხვდება